რონალდო: "ჩვენ დავამარცხებთ ბარსას"

მადრიდის რეალის პორტუგალიელი ვარსკვლავი გამომცემლობა AS-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

- მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომელიც ოცნებობს ისე ითამაშოს როგორც თქვენ..

- მეც გავიარე ამგვარი ეტაპი. ადრეულ ასაკში ვოცნებობდი ისე მეთამაშა, როგოც მაშინდელი ვარსკვლავები აკეთებდნენ ამას.

- რა იყო თქვენი ოცნება?

- მე ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც უზომოდ უყვარდა ფეხბურთის თამაში. მხოლოდ მაშინ ვანებებდი თავს ბურთს, როდესაც დედა ღამით სახლში ამოსასვლელად დამიძახებდა. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესი წლები იყო, მაშინ არ მიწევდა არაფერზე ფიქრი და არ მიშლიდა ხელს არაფერი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი.

- ადვილი იყო დიდ ფეხბურთში მოხვედრა?

- ადვილი ნამდვილად არ იყო, ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა და თავდადება დასჭირდა. ჩემმა მონაცემებმაც შემიწყვეს ხელი რა თქმა უნდა, ვარჯიშის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ყოველთვის ჩემზე დიდი წლოვანების ფეხბურთელებთან მიწევდა ვარჯიში, ამიტომ ხშირად ვმარცხდებოდი, ამ ყველაფერმა წაგების და მოგების ფასი მასწავლა.

- მართლა ასეთი პატარა იყავით?

- 13-14 წლის ასაკში, ძალიან პატარა და გამხდარი ვიყავი. ალბათ ეს ჩემი გენეტიკის ბრალია.

- რატომ გადაწყვიტეთ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში?

- ეს ჩემი ოცნება იყო. ვიცოდი რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა ამისათვის, თუმცა შრომის გარეშე არაფერი გამოვა. როდესაც 12 წლის ვიყავი ლისაბონის სპორტინგში აღმოვჩნდი, ამიტომ მშობლების დატოვება მომიწია. ყოველ ღამე ვტიროდი, მაგრამ მოვახერხე ჩემი სისუსტეების დაძლევა.

- ჟენევაში ისევ მესიმ მოიგო...

- ეს პერსონალური დუელი არ არის. მომწონს ასეთი მატჩები. ორივე გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, უბრალოდ არგენტინას გაუმართლა, რომ მსაჯმა 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაუდო.

- ელაპარაკეთ მესის?

- ეს იყო მატჩი, რომელშიც გუნდები მეგობრულად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მეტი არაფერი.

- რომელს უფრო მეტი გხვდებათ ფეხებში თქვენ თუ მესის?

- ამაზე ფეხბურთის ექსპერტებმა უნდა გაგცენ პასუხი, რომლებიც აგროვებენ სტატისტიკას და შემდეგ აანალიზებენ.

- რას შვებით, როდესაც პორტუგალიის ნაკებს აკრიტიკებენ?

- მე მხოლოდ იმას ვისმენ როდესაც პორტუგალიას აქებენ, დანარჩენი არ მაინტერესებს.

- აბა რა არის თქვენი მოტივაციის წყრო?

- მე არ მჭირდება არანაირი მოტივაცია. ყოველთვის ვცდილობ თამაშისგან სიამოვნება მივიღო და მაქვს ამბიცია დავეხმარო გუნდს გოლებითა და საგოლე პასებით.

- თქვენი თავი კარგ ადამიანად მიგაჩნიათ?

- ნორმალური ადამიანი ვარ. ყოველთვის სიმართლეს ვიძახი და ვცდილობ ვიყო კორექტული, ვისაც ჩემ მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს, ასევე ვპასუხობ მეც.

- ექსპერტები ამბობენ კრიშტიანო გადაღლილიაო, ეთანხმებით მათ?

- ახლა არა, 2-3 თვის წინ უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა შესანიშნავ ფორმაში ვარ და ვფიქრობ სეზონის ბოლოსკენ უკეთეს კონდიციებში ვიქნები.

- უყურებთ ბარსელონას თამაშებს?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლში ვარ და სხვა საქმე არ მაქვს, ისე სიმართლე გითხრათ კალათბურთისა და პინგ-პონგის ყურება მირჩევნია.

- კინოს ყურება გირჩევნიათ თუ სპორტული გადაცემების?

- ცოტ-ცოტა ყველაფერს ვუყურებ.

- ტელევიზორის ყურების გარდა რას აკეთებთ სახლში?

- ვკითხულობ და ვცდილობ ვიმეცადინო ინგლისურში, არ მინდა რომ დამავიწყდეს. 23 წლის ასაკში მივხვდი, რომ სწავლა აუცილებელია ახლა ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო, რათა ჩემი გამოცდილება შვილს გავუზიარო.

- წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მამის ამპულაში, როდესაც შვილს საშინაო დავალების გაკეთებაში ?

- რა თქმა უნდა.

- ადევნებთ თვალ-ყურს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს?

- როდესაც მოვდივარ ვცდილობ ტელევიზორი ჩავრთო და გავიგო რა ხდება სამყაროში.

- და ამ კუთხით რა გაღელვებთ ყველაზე მეტად?

- ეგვიპტეში და საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები.

- ბევრი ადამიანი გთხოვთ ფულს?

- ნამდვილი მეგობრები არა, მაგრამ ხშირად მოგვდის წერილები სადაც დახმარებას გვთხოვენ. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ფეხბურთელები სანტა კლაუსები არ არიან.

AS.COM-ის ჟურნალისტებმა შეაგროვეს The Stringer Foundation-ის ბავშვების კითხვები, რომლებიც მათ რონალდოს დაუსვეს. აქედან იწყება ამ კითხვებზე პასუხი.

- რატომ ვერ ეწყობიან ერთმანეთს მოურინიო და ვალდანო?

- მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, ისინი ყოველთვის მეგობრობდნენ.

- ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

- ამ წუთისათვის მესი, რადგან იგი ოქროს ბურთის მფლობელია.

- ბარსელონა საუკეთესო გუნდია?

- ბარსა საუკეთესო გუნდების სათავეშია, ძალიან ძნელია მათი დამარცხება.

- ესპანეთის ჩემპიონატს ანიჭებთ უპირატესობას თუ ინგლისის?

- ორივე ძალიან მაღალი დონის ტურნირია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ორი ჩემპიონატი ყველაზე კონკურენტუნარიანია.

- გაბედავთ თხოვოთ პერესს პეპესთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას?

- მე რომ პერესის ადგილას ვიყო დღესვე გავუხანგრძლივებდი მას კონტრაქტს, მაგრამ არის ისეთი რაღაცეები, რაც ჩვენ არ ვიცით.

- მართალია რომ თქვენსა და იკერს შორის უკვე თვეებია რაც უთანხმოებაა?

- ეს ტყუილია, მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რეალის ყველა ფეხბურთელთან, განსაკუთრებით იკერთან.

- როდის დაასრულებთ კარიერას?

- ჯერ არა. კიდევ მაქვს დასამტკიცებელი ბევრი რამ, ვფიქრობ კიდევ 7-8 წელი ვითამაშებ ფეხბურთს.

- ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი?

- პეპე, მარსელო და კაკა, ჩვენ დაახლოებით ერთი ასაკისანი ვართ და ბევრი საერთო გვაქვს.

- როგორია ადებაიორი?

- ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მე მისი თამაში ჯერ კიდევ არსენალში მახსოვს, სადაც იგი შესანიშნავად ასპარეზობდა.

- და ბენზემა?

- ბენზემა ფენომენალურია. მას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა დამოუკიდებლად.

- რეალი თუ მანჩესტერი?

- ორივე მსოფლიოს უდიდესი კლუბია.

- მოგწონთ მადრიდი?

- დიახ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ.

- რას იტყვით მოურინიოს შესახებ?

- ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ რეალთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.

- აპირებს წასვლას?

- არა, ის რეალში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას.

- რას გრძნობდით, როდესაც 5:0 წააგეთ ბარსელონასთან?

- ეს ჩემს კრიერაში ყველაზე დიდი მარცხია, მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და შემდეგ მატჩში დარწმუნებული ვარ ჩვენ გავიმარჯვებთ.

- უკვე იცით როგორ უნდა დაამარცხოთ ბარსელონას?

- მოურინიომ იცის და ჩვენც ვხვდებით უკვე.

- ფინალში განსხვავებულად ითამაშებთ?

- მწვრთნელმა იცის როგორი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ.

- მოიგებს ბარსელონა თასს?

- რთული მატჩი იქნება და იმედი მაქვს რეალი მოიგებს.

  • SunSay
  • 11 თებერვალი 2011
  • 2 910
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)