ფაბრეგასი 60 მილიონის სანაცვლოდ?
როგორც ესპანური მედია იუწყება, მადრიდის "რეალი" კვლავინდებურად შეეცდება გადაიბიროს "არსენალის" ესპანელი ლიდერი სესკ ფაბრეგასი. ფლორენტინო პერესი სერიოზულ თანხებს ამზადებს, რათა "კულეს" ხელმძღვანელებს სესკი გამოსტაცოს ხელიდან.
"სამეფო" კლუბი ესპანელით ზაფხულშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ მისი ტრანსფერის განხორციელება არ მოხერხდა. კატალნიელები და კერძოდ სანდრო როსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს "მეთოფეების" მფლობელებთანნ, თუმცა ხელშეკრულების დადება საკმაოდ გაჭინაურდა. ამავე წყაროს მიხედვით, "ბარსელონა" ლონდონელებს 45 მილიონს სთავაზობს, რაც "წითლებს" ეცოტავებათ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტრანსფერების მხირვ რეკორდსმენი ფლორენტინო პერესი 60 მილიონის გაღებას აპირებს ნახევარმცველისთვის. სულ მალე დაიწყება მოლაპარაკებები მადრიდელებსა და ინგლისელებს შორის. სავარაუდოდ "ბლანკოსის" სკაუტები გაემგზავრებიან კუნძულზე (ინგლისი), რადგან დააკვირდნენ ზემოთხსენებულ ფეხბურთელს.
ინფორმაციის წყარო: Sport.Es
- 11 თებერვალი 2011
- 2 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.