"მადრიდული ქრონიკები" "მერენგების" 500-ე მატჩი "კოპა დელ რეიზე"
"სამეფო თასის" ნახევარფინალური მატჩში "მადრიდის რეალმა" 2000 წლის 9 თებერვალს გამართა ესპანურ კლუბ "მერიდისთან", ამ მატჩში "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა იმარჯვეს მინიმალური ანგარიშით, რასაც სარატეს უნდა უმადლოდნენ. ეს "სამეფო კლუბისთვის" 500-ე მატჩი გახლდათ სამეფო თასზე. ზემოაღნიშნული თასი "რეალმა" პირველად 1903 წლის 6 აპრილს მოიგო. ისტორიის მანძილზე "ბლანკოსს" 17 აქვს მოგებული "სამეფო თასი". ახლა კი "თეთრებს" აქვთ შანსი 18 დაეუფლონ თასს, მოგეხსენებათ "კოპა დელ რეის" თასის ფუნალი "მესტალიაზე" გაიმართება სადაც ერთმანეთს ორი დიდებული კლუბი "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
"კოპა დელ რეაი" ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო და სანახაობრივ ტურნირად. "ბლანკოსმა" ფინალში სულ 37 ჯერ ითამაშა, რაც "დელ რეის" რეკორდული მაჩვენებელია.ასევე "რეალი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ტროფეი 4_ჯერ ზედიზედ აქვს მოგებული, (1905-1908 წ.) ასევე "რეალი" იყო პირველი კლუბი, რომლებმაც თერთმეტმეტრიანებში გაიმარჯვეს ატლეტიკოსთან "ვისენტე კალდერონზე"
1999-2000 წლების სეზონში მერენგებმა 500-ე მატჩი ჩაატარეს ტურნირის ფარგლებში. მინდა შემოგთავაზოთ ამ მატჩში მოთამაშე ფეხბურთელთა შემადგენლობები:
"მადრიდის რეალი": კასილასი, მიჩელ სალგადო, იერო, კარამბე (რედონდო 46), რობერტო კარლოსი, ოგნენოვიჩი, ელგერა, გუტი (სარატე 46), მაკმანამანი,(დორადო 79), მეკა და რაული.
"მერიდია": რაულ იგლესიასი, მარიანო, დე კინტანა, უნაი, პაბლო ალფრედო, სესარი, (სანა 60), მარკოსი, პედრო, ტალი, (ალეკსი 67), სინვალი, (აბეია 81), პრიეტო.
გოლი: სარატე 52 წ.
RealMadridFan
- 10 თებერვალი 2011
- 3 436
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.