ლა ლიგა: 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი
პოპულარულმა გმაომცემლობა Goal.Com-მა გამოაქვეყნა ლა ლიგას 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები, სადაც მადრიდის რეალის რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა.
ტაქტიკა: 3-4-3
მეკარე
ტონო (რასინგი)
მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და რომ არა ტონო ალბათ რასინგი დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა, მან არაერთხელ მოახერხა სარაგოსას თავდამსხმელების მიერ დარტყმული ბურთის განეიტრალება. მთელი მატჩის განმავლობაში ის საიმედოდ აზღვევდა მცველებს.
მცველები
ირაოლა (ატლეტიკ ბილბაო)
ატლეტიკ ბილბაო მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება, მიუხედავად ამისა ბოლო გასვლით შეხვედრაში ბასკებს გოლი არ ჰქონდათ გატანილი, თუმცა ირაოლამ დაამტკიცა თავისი კლასი და აჩვენა ყველას რა შეუძლია მაღალი დონის ფლანგზე მოთამაშე მცველს, მან მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა.
პიკე (ბარსელონა)
როდესაც მესი და კომპანია მეტოქეებისაგან ქვას-ქვაზე არ ტოვებენ, მათ ზურგს საიმედოდ უმაღლებს პიკე, რომელიც ბარსელონას დაცვის ერთ-ერთი ბურჯია. მან არაერთხელ აჯობა კუნ აგუეროს, რომელმაც რამდენჯერმე სცადა თავის თავზე თამაშის აღება და მატჩში გარდატანის შეტანა, თუმცა პიკესთან მას არაფერი გამოუვიდა.
მიგელ ფლანო (ოსასუნა)
მადრიდის რეალთან გამარჯვების შემდეგ, ოსასუნამ მალიორკასთან ფრე 1-1 ითამაშა, სადაც თავისი გოლი მიგელ ფლანომ გაიტანა და გუნდი მარცხისაგან იხსნა.
ნახევარმცველები
მესუთ ოზილი (მადრიდის რეალი)
ის მხოლოდ 22 წლის არის და პირველ სეზონს ატარებს ლა ლიგაში, სადაც ძალიან მალე მოიკიდა ფეხი. მადრიდის რეალმა მისი სახით ნამდვილი მარგალიტი შეიძინა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო რეალ სოსიედადთან გამართულ მატჩში.
ტინო კოსტა (ვალენსია)
მისმა საჯარიმო დარტყმამ ყველას დაუმტკიცა, რომ მას უბადლოდ შეუძლია სტანდარტების შესრულება და მის თანაგუნდელ ემერის ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა.
გავილანი (ხეტფე)
მან ხეტაფეს გამარჯვებაში დიდი როლი შეიტანა, სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიხსნა ანგარიში მატჩში, ხოლო მეორე ტაიმში მან კიდევ ერთი საგოლე პასი გააკეთა.
ხისკო (ლევანტე)
თავის დროზე იგი ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ კარიერა არ აეწყო, მიუხედავად ამისა 30 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და დაიმსახურა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
თავდამსხმელები
კოლუნგა (ხეტაფე)
მან დეპორტივოსთან ორი ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და თვისი წვლილი შეიტანა მადრიდული გუნდის წარმატებაში.
მესი (ბარსელონა)
არგენტინელმა სუპერ-ფორვარდმა მადრიდულ ატლეტიკოსთან სამი გოლის გატანა მოახერხა და საერთო ჯამში როგორც ყოველთვის შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
რონალდო (მადრიდის რეალი)
კრიშტიანო რონალდომ 2 გოლის გატანა მოახერხა სოსიედადის კარში და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, პორტუგალიელი შესანიშნავ სეზონს ატარებს.
სათადარიგოთა სკამი:
კაკა (მადრიდის რეალი)
ადურისი (ვალენსია)
სერხიო ბუსკეცი (ბარსელონა)
ბერნადელოo (ალმერია)
იკერ მუნიანი (ატლეტიკ ბილბაო)
ემანუელ ადებაიორი (მადრიდის რეალი)
ვალდო (ლევანტე)
- 10 თებერვალი 2011
- 2 169
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.