არსენალი 30 მილიონს ჩამოდის
ლონდონის "არსენალი" პორტუგალიელი პეპეს შეძენითაა დაინტერესებული. არსენ ვენგერს ძალიან სურს კლეპერის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა და ხელმძღვანელობას ყველაფრის გაკეთებას თხოვს ტრანსფერის გასაჩარხად...
პორტულიელ მოთამაშეს ამჟამად სახელფასო შემოსავალი "ცოტა" აქვს, მას სამეფო კლუბი მხოლოდ 1.8 მილიონ ევროს უხდის, პეპეს კი 3.5 სურს. კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგშია. ასე, რომ არ არის გამორიცხული, რომ მცველმა გუნდი დატოვოს.
კლეპერს რამდენიმე მსურველი ჰყავს, მაგრამ ყველაზე მეტად "არსენალი" აქტიურობს. ლონდონელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელს კონტრაქტზე თავად მოელაპარაკონ.
- 10 თებერვალი 2011
- 1 477
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.