"რეალმა" პარეხოს დაბრუნება გადაწყვიტა
როგორც AS იტყობინება, ხეტაფეს პრეზიდენტმა - ანხელ ტორესმა ამ კვირაში მადრიდის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა დანი პარეხოს თაობაზე. ხეტაფეს პრეზიდენტს სურს, რომ დანიმ ბოლომდე ამოწუროს თავისი კონტრაქტი ხეტაფეში.
ტორესის თხოვნას პერესმა უარით უპასუხა. როგორც ჩანს, მოურინიო პარეხოს ხაბი ალონსოს ალტერნატივად ხედავს. შეგახსენებთ, რომ დანიელ პარეხო არის მადრიდის რეალის აღზრდილი. კლუბმა ის ხეტაფეში გაუშვა, თუმცა პარეხოს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც რეალს შეუძლია დაიბრუნოს ფეხბურთელი.
პარეხოს მადრიდში შესაძლო გადასვლაზე ჭორები, ჯერ კიდევ 2010 წლის ბოლოს გავრცელდა პრესაში. თუ დანი "რეალში" გადავა, საყრდენი ნახევარმცველის პრობლემა "სამეფო კლუბში" აღარ იარსებებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თვითონ ფეხბურთელსაც ძალიან სურს მადრიდში თამაში.
- 10 თებერვალი 2011
- 1 915
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.