პუელი:"სასწაულის მოხდენას კვლავ შევეცდებით"
დღეს ფრანგული კლუბის "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდ პუელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი კვლავ შეეცდება მადრიდის "რეალის" დამარცხებას.
"22 დეკემბერს იმედია, რომ ყველა იზეიმებს. გულშემატკივრები უდიდესი ინტერესით მოელიან "რეალთან" გასამართ მატჩს. პელეგრინის გუნდის დამარცხება ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ ჟოზე მოურინიოს "ბლანკოსი" გაცილებით ძლიერი და მრავლისმეტყველია. "სტიედ დე ჟერლანზე" ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, რომ სასურველ შედეგსაც მივაღწევთ".
"მადრიდელების დამარცხება ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ჩვენთვის არაფერია. "ლიონმა" არაერთხელ დაამარცხა "სამეფო" კლუბი და ესპანელებთან მოგებას კვლავ შევეცდებით. ბიჭებში ვხედავ დიდ მონდომებასა და ენთუზიასმს, რაც ძალიან სასიხარულოა. "ლიონი" მოტივირებულია და მუდამ ცდილობს საუკეთესო შედეგის ჩვენებას. ლისანდრო ლოპესი უდიდესი ფეხბურთელია. კლუბის ხელმძღვანელები არ აპირებენ მის გაშვებას და ეს სავსებით რეალურია, ვინაიდან არგენტინელი თავდამსხმელი გუნდის უდაო ლიდერი და მამოძღავებელი ძალაა. კრიშტიანუ რონალდუ, ემანუელ ადებაიორი და კიდევ სხვა ფეხბურთელები საკმაოდ სახიფათონი არიან. სწორედ ამიტომ, თამაში დაცვისკენ იქნება მიმართული, მაგრამ თავდასხმას არ დავივიწყებთ".
"ბენზემასთან ერთი წელი მომიხდა მუშაობა და ამ დროის მანძილზე, ფრანგმა დაამტკიცა, რომ მართლაც პროფესიონალი ფორვარდია. ქარიმი "ლიონის" შეუცვლელი ფიგურაა და მისი ამაგი საკმაოდ დიდია".
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 10 თებერვალი 2011
- 2 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.