რონალდუმ გაიტანა, მაგრამ პორტუგალია დამარცხდა
გუშინ, "სტეიდ დე ჟენევის" სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პორტუგალიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები. თამაში ძალიან დაძაბული და სანახაობრივი იყო. პროგნოზები გამართლდა და ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი გახდნენ, თუმცა ნანიმ და დი მარიამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
"რეალის" ფეხბურთელებმა თამაშის დასაწყისშივე თავი იჩინეს. ანხელ დი მარიამ მე–14 წუთზე გაიტანა, ხოლო რონალდუმ 21–ე წუთზე გაათანაბრა. პირველი ტაიმი, ანგარიშით 1–1 დასრულდა. მეორე ტაიმში ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ გოლი მხოლოდ და მხოლოდ 90–ე წუთზე ვნახეთ. ლიონელ მესიმ ბოლო წუთებზე პენალტი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო შედეგი 2–1 დაფიქრსიდა.
სურათები:
ინფორმაციის წყარო: Fifa.Com
- 10 თებერვალი 2011
- 2 780
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.