ვალეტი და ჰობიტი

 ვალეტი და ჰობიტი

ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჟოზე თითქოს, თავის ნამდვილ ხასიათს აბჯარში მალავს, ის არც ისე თავდაჯერებულია, როგორც ჩანს პირიქით, ზოგჯერ არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს. თითქოს მალავს ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ ისეთ ფანტასტიურ ქმედებას ჩადის, რომ ყველაფერს ცვლის.

მურინიო დიდებულ თავდაჯერებულობას უნერგავს თავის “მეომრემბს”. მას აქვს ტაქტიკა, როცა ყველა ფიქრობს, რომ გუნდი დამარცხდება, ის კი შესანიშნავ გამარჯვებას ზეიმობს. ასეთია ჯოზე მოურინიო.

სოსიედადის წინააღმდეგ მან თავის მოწონება გადაწყვიტა. მადრიდელთა თავკაცმა აირჩია შემტევითი ტაქტიკა, რომელსაც არც ისე ხშირად იყენებდა ამ სეზონში. ჟოზემ მოსვლისთანავე შეჰპირდა მადრიდულ სამყაროს, რომ მისი გუნდი მოგებებთან ერთად აჩვენებდა სანახაობრივ თამაშსაც. ბასკებთან ჟოზემ მთლიანად გახსნა თამაში. მისი გუნდი ძალიან მოხერხებულად უტევდა მოწინააღმდეგეს. ბევრი ჩაწოდებები, ლამაზი გადაცემები, ერთი სიტყვით რეალმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. რა თქმა უნდა, “რეალ სოსიედადის” მიღება არ არის “კამპ ნოუზე” თამაში, მაგრამ ამ შეხვედრაში გუნდი საერთოდ არ ჰგავდა იმ საშინელ რეალს, რომელიც ჩვენ “პამპლონაში” ვიხილეთ. ეს იყო ის “სამეფო კლუბი” რომლის ნახვაც ყოველთვის სიამოვნებს გულშემატკივრებს. როცა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და ახორციელებს ულამაზეს კომბინაციებს, ფეხბურთელებმა გვაჩვენენ ძალიან ლამაზი ფინტები. გუნდი მთლიანად ფლობდა ცენტრს. რაც შეეხება კარში დარტყმებს, ფეხბურთელები მოწინააღმდეგესთვის აუტანლად ხშირად და რაც მთავარია ზუსტად ურტყამდნენ კარის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჟოზეს დამსახურებაა. ვფიქრობ, ოსასუნასთან განცდილი მარცხის შემდეგ მან გადაწყვიტა, ცოტა დათმობისკენ წასულიყო. ანუ მან სათადარიგოზე დატოვა რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, რაც ამ სეზონში ძალზედ იშვიათად ხდებოდა და ასევე გუნდმა გამარჯვებასთან ერთად აჩვენა შესანიშნავი და სანააობრივი თამაში.

იმედია ეს 4-1 არ იქნება უკანასკნელი “დათმობა” მოურინიოსი. კიდევ ვიმეორებ, სოსიედადთან ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი რეალი. მთელ მადრიდსულ სამყაროს სურს, რომ ეს ტენდენცია გაგძელდეს. “ თეთრების” ემზადებიან ბარსელონასთან დაპირისპირებებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვიხილავთ აპრილის თვეში. დღესდღეობით, “ბლანკოსის” მთავარი მიზანია “ბარსელონას” ჰეგემონიის დასრულება. სწორედ ეს სჭირდება კრიშტიანოსაც, რომელსაც თავის ბრწყინვალე კარიერაში შავ ლაქად აქვს ბარსელონასთან განცდილი მარცხები. რონალდომ იცის, რომ ყოველი “ელ კლასიკოს” შემდეგ, პრესკონფერენციაზე უნდა მოხდეს განხილვა მატჩის, რომელშიაც განადგურდა მოწინააღმდეგე გუნდი. პორტუგალიელი უბრალოდ ვალდებულია თავის გულშემატკივრების წინაშე, რომ დაამარცხოს კატალონიური კლუბი.

ვფიქრობ, უსამართლობაა ის, რაც დღესდღეობით საფეხბურთო სამყაროში ხდება. რაღაც აბსურდული და უაზრო მიზეზების გამო რონალდოს მიმართ არის სიძულვილი და ხდება მისი კარგი თვისებების უარყოფა, ხოლო როცა ხალხი “ჰობიტი” მესის სახელს გაიგონებს, აუცილებლად მისი ქება-დიდება იწყება.

ვალეტი და ჰობიტი

აღფრთოვანებული ვარ კრიშტიანოთი. პიჩიჩის ტიტულთან ყველაზე ახლოს სწორედ პორტუგალიელია, იმის მიუხედავად, რომ კრიშტიანო თამაშობს გუნდში, რომელიც დღესდღეობით კრიზისს განიცდის და მადრიდელთა 7 ნომერის ყოველდღიურად დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გაზეთებში მას აკრიტიკებენ, მოედანზე უსტვენენ. ფეხბურთელები შეურაწყოფას აყენებენ(იგულისხმება პანდიანთან მომხდარი კონფლიქტი) და ამავდროულად არგენტინელისთვის იქმნება საგოლე მომენტები მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლების მიერ. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას ჰყავდა საუკეთესო შემადგენლობა, რომელიც გამზადებული იყო, რათა ლიონელს მიეყვანა ჩემპიონობამდე, ხოლო მესიმ ტურნირი ისე დატოვა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა. რონალდომ უნდა შეწყვიტოს ბარსელონას პირველობა. მას ეს შეუძლია, მაგრამ ამავდროულად კრიშტიანო ჯერ კიდევ რჩება სიძულვილით გაჟღენთილი ბარსელონას და “დიდებული” მესის მიმართ


ავტორი: დავიდ გისტაუ - საფეხბურთო ექსპერტი

  • dato818
  • 9 თებერვალი 2011
  • 4 520
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)