ესპანეთის ნაკრები დააჯილდოვეს
ესპანეთის ეროვნულ ნაკრები და ვინსენტ დელ ბოსკე, სამშაბათს დაჯილდოვდნენ ოქროს მედლებით. მათი შესანიშნავი თამაშისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებისათვის, სამხრეთ აფრიკაში. დაჯილდოვდა აგრეთვე, მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იკერ კასილასი.
ფეხბურთელებს ჯილდო მადრიდში გადაეცათ. ამჟამად ესპანეთის ეროვნული ნაკრები მადრიდშია, რადგან დღეს , "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისინი ამხანაგურ მატჩს გამართავენ კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ. დაჯილდოვებას დაეწსრნენ მადრიდის საზოგადოების პრეზიდენტი ესპერნასა აგირე, ვიცე-პრეზიდენტი და აგრეთვე სპორტისა და კულტური მინისტრი იგნასიო გონსალესი და ანხელ მარია ვილარ,ი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
იკერ კასილასი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახარებულია ჯილდოს მიღებით:"ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მომიპოვებია, ეს ჯილდო კოლექტიურად მოვიპოვეთ. ჩემი თანაგუნდელების მეშვეობოთ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი. დიდი მადლობა ყველას, შესანიშნავ საზოგადოებას".
ესპერანსა აგურიემ კი განაცხადა:"მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დიდი პატივია ჩვენთვის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ფეხბურთელებით. მათ ნამდვილად დაიმსახურეს ეს ჯილდო".
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 9 თებერვალი 2011
- 1 770
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.