ზიდანმა "Laureus" ჯილდო მიიღო
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა სპორტულ სამყაროში გაწეული ღვაწლისთვის "Laureus" ჯილდო მიიღო...
ფრანგმა ფენომენალურმა მოთამაშემ კარიერის მანძილზე უამრავი ტიტულის მოგება მოახერხა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. ზინედინის გოლი "ლევერკუზენთან" შეხვედრაში ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ეს იყო მოთამაშე, რომელიც მოედანზე უდავოდ საუკეთესო იყო და ნამდვილ შოუს დგამდა.
ზიზუს ყოფილმა თანაგუნდელმა, დევიდ ბექჰემმა საკუთარ წიგნში ფრანგ მოთამაშეს ნამდვილი გენიოსი და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე უწოდა. მარსელ დესაის წიგნში ფრანგი მოთამაშე ფეხბურთის ნამდვილ მოვლენადაა მიჩნეული. ფრანგ მოთამაშეს უდიდეს პატივს სცემს "ელ კაპიტანო". რაულ გონსალესის თქმით ზიდანის მიერ გატანილი გოლი საუკეთესოა ლიგის ისტორიაში.
ზინედინის გარდა ხსენებული ტიტული ლეგენდარულმა მოქმედმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმაც მიიღო, რომელიც სხვათაშორის "ბლანკოსის" გულშემატკივარია.
"დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ტიტული მივიღე, რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი და ტიტულს ოჯახის წევრებს ვუძღვნი" - განაცხადა ფრანგმა მოთამაშემ.
- 8 თებერვალი 2011
- 2 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.