მარადონა უტევს "ფილოსოფოს" ვალდანოს.
დიეგო მარადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში,საკმაოდ ირონიულად მოიხსენია რეალის გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო.
შეგახსენებთ,რომ ვალდანო და მარადონა 1986-წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თანაგუნდელები იყვნენ.როცა მარადონა არგენტინის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს ვალდანომ გამოთქვა თავისი აზრი,რომ მარადონა კარგი მწვრთნელი ვერ დადგებოდა.ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი ომი მიმდინარეობს.
ბრაზილიასთან მატჩის წინ ვალდანომ განაცხადა,რომ ბრაზილია ტაქტიკურად უფრო კარგად მომზადებული გუნდია ვიდრე არგენტინა.მარადონამ კი არ დააყოვნა და ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა:"მე არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ მაგრამ ყოველშემთხვევაში ფილოსოფოსად თავი არ გამომყავს,ამისთვის არის ვალდანო.მე მეგონა,რომ ის კარგი ადამიანი იყო,მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება ჩემს მწვრთნელობას მას არ აქვს ჩემი განსჯის უფლება.თავად ვალდანოს ძალიან ცუდი პოლიტიკა აქვს რეალში.ის მატყუარაა,ატყუებს ფეხბურთელებს და უპატივცემულოდ ექცევა.ამის ნათელი მაგალითია სნეიდერისა და რობენის შემთხვევა."-დაასრულა მარადონამ.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 6 სექტემბერი 2009
- 2 073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.