მოუ: "ოზილმა ყველას გული დაიპყრო"
ჟოზე მოურინიომ გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა...
"ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ როტაცია. ზოგი ფეხბურთელისთვის დასვენება სჯობს, ზოგს კი თამაშის საშუალება ეძლევა. ყოველივე ამას ადვილ გამარჯვებისკენ მივყავართ."
" ძალიან გამიხარდება,რომ ტიტული მოვიგოთ,მაგრამ არც დიდი ტრაგედია იქნება,თუ მეორე ადგილზე გავალთ.რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის თუ არა ჩემპიონობა,მაგრამ თუ ჩვენ ყველა სამუშაოს კარგად შევასრულებთ და მაინც მეორე ადგილზე გავალთ ეს ყურების ჩამოყრის უფლებას არ გვაძლევს. მათემატიკური გამოთვლით,ჩვენ კვლავ გვაქვს ჩემპიონობის შანსი."
"რონალდოს თამაში "ლა ლიგაში" ფანტასტიურია.იგი აგრძელებს გოლების გატანას.მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,რომ ის ჩემი გუნდის უცვლელი წევრია.თამაშისას ის ყოველთვის მაქსიმალურად ავლენს თავის შესაძლებლობებსა და ამბიციებს.ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის. კრიშტიანოს არც კი ანაღვლებს,როცა გოლი ვერ გააქვს. მე მისი შემცვლელი არ მყავს."
"ადებაიორმა ძალიან კარგად ითამაშა და დაამტკიცა თუ რატომ არის აქ. ჩვენ გვყავს ორი ძალიან კარგი თავდამსხმელი სხვადასხვა მახასიათებლებით. ბენზემამ 85 წუთი ითამაშა "სევილიასთან",ასევე მას სათამაშო აქვს საფრანეგთის ნაკრების მაისურით ბრაზილიის წინააღმდეგ. ეს სწორედ ის მიზეზებია,რომლის გამოც მე კარიმი არ ვათამაშე. აი ამიტომაც გამოჩნდა ადეაბიორი შემადგენლობაში. მე კმაყოფილი ვარ ორივე ფეხბურთელით."
"ოზილს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია "რეალსა" და გერმანიის ნაკრებში. ის ყოველივე ამას კარგად ართმევს თავს. მესუთი გამოირჩევა იმ თვისებით,რომ მას შეუძლია ადვილად აითვისოს ახალი რამ. მან "სოსიედადთან" მატჩში დი მარიას პოზიციაზე ითამაშა და ისე თამაშობდა თითქოს მისი ჩვეული პოზიცია ყოფილიყოს.იგი ათწლეულის განმავლობაში იქნება "რეალის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი. მან ყველას გული მოიგო - ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების."
"ლასანა იმ 13-14 ფეხბურთელშია,რომლებსაც შეუძლიათ მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში.გარაიმ ითამაშა ძალიან კარგად დაცვაში.ასევე მარსელოს დაბრუნებაც ძალზედ დაგვეხმარა. კაკა კი მზად არის,რომ მხოლოდ 1 საათით ითამაშოს მაღალ დონეზე,მეტით არა."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 7 თებერვალი 2011
- 2 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.