კანალესისა და გარაის კომენტარები
გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით სერხიო კანალესმა და ეზეკილ გარაიმ კომენტარები გააკეთეს...
კანალესი:
"ძალიან ცუდია,როცა ხშირად არ თამაშობ,მაგრამ მე ძალზედ მოხარული ვარ მადრიდისტების დახვედრით,როცა მე მოედანზე გამოვედი. მე მათი ყურადღების ქვეშ ვიყავი,რაც ძალზედ მნიშვნელვანი ჩემთვის."
"მე მინდა,რომ მუშაობა კიდევ გავაგრძელო და სათამაშო პრაქტიკა შევიძინო. დიდად მადლობელი ვარ გულშემატკივრების და აგრეთვე ვარ ძალზედ გახარებული. მე სიამოვნებას ვღებულობ მადრიდის "რეალში" თამაშით."
"მოურინიომ მითხრა,რომ მე არ უნდა დავკარგო ჩემი პოზიცია და რომ უნდა ვიყო მშვიდად.მას სურდა,რომ სათამაშო ტემპი უნდა შეგვენარჩუნებინა და უნდა გაგვეტანა მომდევნო გოლი.ეს იყო რთული მატჩი,მაგრამ ჩვენ მოვიგეთ.აი რა გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი:უნდა მოვიგოთ ყველა მატჩი."
გარაი:
"ყველას უნდა,რომ ითამაშოს და მე ძალიან მოხარული ვარ,რომ ჟოზე მოურინიომ შანსი მომცა გამოვსულიყავი მოედანზე. მე კმაყოფილი ვარ იმით,რომ გუშინდელ მატჩში მივიღე მონაწილეობა და ვფიქრობ,რომ ბოლომდე დავიხარჯე. თამაში ხელს უწყობს ჩვენს მორალს. ყველანი ვფიქრობთ,რომ კარგად შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები და ყველაფერი გავაკეთეთ,რაც საჭიროა გუნდისთვის. კარგი მატჩი ჩავატარეთ და სამი მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ძალიან გვიხარია,რომ გავიმარჯვეთ."
"კრიშტიანო რონალდომ ისევე კარგად ითამაშა,როგორც ჩვევია.ძალიან გამიხარდა,რომ მან გოლი გაიტანა.კაკა კი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა "რეალში" და ის დღითიდღე უფრო უახლოვდება ოპტიმალურ ფორმას. ასევე ყველას გვიხარია,რომ ადებაიორმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 7 თებერვალი 2011
- 1 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.