"მადრიდის რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუმარცხებელია
მიუხედავად სატურნირო ცხრილის ლიდერთან საკმაოდ საგრძნობი ჩამორჩენისა, თუ "მადრიდის რეალი" კვლავ ოცნებობს ჩემპიონობაზე, ეს იმიტომ, რომ ის საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია.
ჯერჯერობით, კლუბის საშინაო არენაზე თამაში შექებას იმსახურებს.დღევანდელი დღის მდგომარეობით, კლუბს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული შეხვედრებიდან ერთი ქულაც კი არ დაუკარგავს, რამაც საშუალება მისცა "ბლანკოსებს" კიდევ უფრო არ ჩამორჩენოდნენ გათამაშების ლიდერს. შეგახსენებთ, რომ "თეთრებმა" ქულები დაკარგეს: "ოსასუნასთან" (1:0) , "ალმერიასთან" (1:1), "მალიორკასთან" (0:0), "ლევანტესთან" (0:0) და "ბარსელონასთან" (5:0).
"მადრიდის რეალის" სიძლიერე საკუთარ მოედანზე ასევე საგრძნობია სხვა ჩემპიონატებშიც: კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრების სამივე შინ ჩატარებული თამაში მოიგო ("მილანის" , "ოსერისა" და "აიაქსის" წინააღმდეგ). მას ასევე არ დაუკარგია ქულები სამეფო თასის გათამაშებაზეც. 17 მოგება 17 შეხვედრაში, 57 გატანილი გოლი და 7 გაშვებული, ამ სტატისტიკით "თეთრები" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი დღევანდელი დაპირისპირების წინ.

წყარო: as.com
- 6 თებერვალი 2011
- 2 289
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.