კოპამ უეფას პრეზიდენტის ჯილდო მიიღო
მადრიდის "რეალის" ლეგენადრულმა ფეხბურთელმა რაიმონდ კოპამ უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ჯილდო მიიღო...
ლეგენდარულლი ფეხბურთელ დღეს საფრანგეთში "რეიმსის" სტადიონზე დააჯილდოვა მიშელ პლატინმა უეფას პრეზიდენტის ჯილდოთი. საზეიმო ცერემონიალს ემილიო ბუტრაგენიოც ესწრებოდა.
რაიმონდ კოპამ კარიერა დაიწყო "რეიმსში". სწორედ აქედან მოყოლებული იწყება მისი წარმატებებიც. მან ორჯერ მოახერხა საფრანგეთის თასის მოგება, 1956 წელს კი ევროპის თასის ფინალშიც გავიდა,მაგრამ მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. მომდევნო წელს კი უკვე "ბლანკოსში" ამოჰყო თავი. მან 103 მატჩში 30 გოლი გაიტანა "თეთრების" შემადგენლობიდან. კოპას უდიდესი წვლილი მიუძღვის 1957,1958,1959 წლებში "რეალის" ევროპის თასზე გაჩემპიონებაში. იგი ერთ-ერთი ღირსეული წევრია "რეალის" 50-იანი წლების საუკეთესო გუნდისა.
"ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული,რომ მე ეს ჯილდო მივიღე წელს.პირველ რიგში,იმიტომ რომ მე პირველი ფრანგი ვარ,რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. მეორედ,იმიტომ,რომ მე ეს ჯილდო გადმომცა უეფამ,ორგანიზაციამ,რომელიც ყოველთვის მუშაობდა ფეხბურთის განვითარებისთვის."-განაცხადა კოპამ დაჯილდოვებისას.
აღსანიშნავია,რომ კოპა მეორე მადრიდისტაა,ვინც ეს ჯილდო მიიღო. პირველად ეს ალფრედო დი სტეფანომ მოახერხა. "რეალის" უკვდავი ლეგენდა უეფამ 2008 წელს დააჯილდოვა. ცნობისთვის ეს ჯილდო 2009 წელს ბობი ჩარლტონმა,ხოლო 2010 წელს ეუსებიომ მიიღო.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 5 თებერვალი 2011
- 2 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.