პერესმა ვალდანოს კლუბის დატოვების საშუალება არ მისცა
მოურინიოსა და ვალდანოს კონფლიქტის მორიგი თავი გასულ ხუთშაბათს დაიწყო. ხორხემ ზუსტად ამ დღეს გადაწყვიტა წერტილის დასმა და ასეთი დიადი კლუბის სახელის შენარჩუნებისთვის კლუბის დატოვება განიზრახა. ფლორენტინომ იმ დღესვე დაპატიჯა გენერალური დირექტორი საყვარელ რესტორანში და საუბრისას თხოვა ვალდანოს დალოდებოდა სეზონის დასრულებას.
"მადრიდის" პრეზიდენტი ვალდანოს მადლობელია, რომ არგენტინელმა გაითვალისწინა მისი თხოვნა და განაგრძო კლუბში მუშაობა. ეს ყველაფერი "მალიორკასთან" შეხვედრის ოთხი დღის შემდგომ მოხდა, როდესაც პრეს-კონფერენციაზე მოურინიომ აშკარად გაუსვა ხაზი რომ ტრანსფერების საკითხზე პრეზიდენტსა და ხუან ანხელ სანჩესთან საუბრობს და არა ხორხე ვალდანოსთან. "თუ მოურინიოსთან დისტანციის დაჭერაა საჭირო, ასეც ვიზამ"-უპასუხა ვალდანომ, როდესაც გაიგო რომ მოურინიოს არ სურს მისი ხილვა ვარჯიშებსა და გასახდელში.
ყველა ეს მოვლენა ნათლად გვაჩვენებს, რაოდენ დიდი პიროვნებაა მოურინიო "რეალში". თუმცა, თავად პორტუგალიელი ამაზე არაფერს ამბობს. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე, მას პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შეფერხების შესახებ ჰკითეს და მან უპასუხა, რომ მხოლოდ სამწვრთნელო საკითხები აინტერესებს.
უკანასკნელ მატჩებში წარუმატებელი გამოსვლა კი მოურინიომ იმით ახსნა, რომ გუნდი უბრალოდ გადაღლილია ასეთ დაძაბულ რეჟიმში თამაშისგან, რადგან უკანასკნელ წლებში ამ დროს მხოლოდ ლა ლიგაში ასპარეზობდა.
- 4 თებერვალი 2011
- 2 411
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.