მადრიდელები შინ დაუმარცხებელნი არიან

როგორც იცით ჟოზე მოურინიოს შეგირდებს "ბერნაბეუზე" ჩატარებული შეხვედრებში 100%-იანი შედეგი აქვთ, ასეთივე შედეგი აქვს "რეალის" საკალათბურთო გუნდსაც...

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა "რეალმა" წლევანდელ სეზონში "ლა ლიგაში" ჩატარებული 10, ჩემპიონთა ლიგის 3 და "კოპა დელ რეის" 4 საშინაო მატჩიდან ყველა მოიგეს. "ბლანკოსი" ერთადერთი გუნდია ესპანეთში,რომელსაც 100%-იანი შედეგი აქვს საშინაო არენაზე. ასეთივე შედეგი აქვს ეტორე მესინას გაწვრთნილ საკალათბურთო გუნდსაც. მათ საშინაო 17 შეხვედრიდან ყველაში გამარჯვება იზეიმეს.

უკანასკნელად "ბლანკოსს" ასეთი შედეგი 1992-1993 წლებში ჰქონდა. მადრიდელებმა მაშინ შინ ზედიზედ 13 მატჩში იზეიმეს გამარჯვება. ზუსტად იგივე შედეგი ჰქონდა საკალათბურთო გუნდს 4 წლის წინ 2006-2007 წლებში.

"ბლანკოსმა" "ბერნაბეუზე 57 გოლის გატანა მოახერხა,ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 7 ბურთი მიიღო. ყველაზე დიდი ანგარიშით "რეალმა" "ლევანტე" დაამარცხა ანგარიშით 8-0, ასევე მათ 6-1 მოუგეს "დეპორტივოსაც" და "რასინგსაც".საკალათბურთო გუნდმა კი ყველაზე დიდი ანგარიშით "სპიროუ" დაამრცხა 94-45.

მადრიდელები შინ დაუმარცხებელნი არიან



ინფორმაციის წყარო: realmadrid.com

  • wishmaster
  • 4 თებერვალი 2011
  • 2 054
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (17)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)