XXI - მსოფლიო ნაკრები
მინდა შემოგთავაზოთ მეტად საინტერესო სტატია. მე გადავწყვიტე თქვენთვის წარმომედგინა ის 11 ფეხბურთელი, რომლებმაც 2000/11 წლებში შესანიშნავად ითამაშეს და თავი დაგვამახსოვრეს. გუნდი ჩემი ხედვითაა შედგენილი...
იკერ კასილასი:
Iker Casillas Fernández - იკერ კასილას ფერნანდესი, დაიბადა ესპანეთში 1981წლის 20 მაისს. იკერის პირველი კლუბი გახლდათ მადრიდის "რეალი" სადაც ესპანელი გოლკიპერი ამჟამათაც ირიცხება. ის სამეფო გუნდის პირველი კაპიტანიც არის. მას მოგებული აქვს ევრო 2008 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ამ უკანასკნელზე კი ოქროს ხელთათმანი აიღო. კასილიასი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, რაზეც მის მიერ მოგებული ტიტულები მეტყველებს. ესპანლს ასევე აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, 2002 წელს.
მარკოს კაფუ:
Marcos Evangelista de Moraes - მარკოს ევანგელისტა დე მორეასი, დაიბადა ბრაზილიაში, 1970 წლის 7 ივლისს. ბრაზილიელის პირველი კლუბი გახლდათ "სან პაულო" - შემდეგი კლუბები, 1995 "იუვენტუსი" - 1995 "სარაგოსა" - 1996–1997 "პამეირასი" - 1997–2003 "რომა" - 2003–2008 "მილანი." მარკოს კაფუ ასევე ძალზედ წარმატებით თამაშობდა ბრაზილიის ნაკრებში, 1990–2006. მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ, ერთხელ კი ფინალი დათმო. 2002 წელს, კაფუმ კაპიტნის რანგში მოიგო მსოფლიო თასი.
ჯონ ტერი:
John George Terry - ჯონ ჯორჯ ტერი დაიბადა ინგლისში, 1980 წლის 7 დეკემბერს. ინგლისელის პირველი კლუბი გახლდათ 1991–1995 წლებში, "ვესთჰემი." 1998 წლიდან კი დღემდე ის ლონდონის "ჩელსის" წევრი გახლავთ. ტერის მიღწევები: ინგლისის ასოციაციის თასი (ჩელსი, 2000, 2007) ინგლისის პრემიერ ლიგა (ჩელსი, 2004-05, 2005-06) ინგლისის ლიგის თასი (ჩელსი, 2005, 2007) - ინგლისის სუპერ თასი (ჩელსი, 2005)
პაულო მალდინი:
Paolo Maldini - პაულო მალდინი, დაიბადა იტალიაში, 1968 წლის 26 ივნისს. მისი პირველი და ერთადერთი კლუბი გახლავთ "მილანი." სხვა კლუბის მაისურით მას არც უვარჯიშია და არც უთამაშია. ფეხბურთელი, რომელმაც 25 წელი მხოლოდ ერთ კლუბში, მილანში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, აქედან ორჯერ როგორც კაპიტანმა თასი ისე ასწია. ევროპისა და იტალიის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ 5-ჯერ აქვს მოგებული. 2005 წლის ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ 58-ე წამზე ანგარიში გახსნა, რაც ამ ტურნირის ფინალებში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი სამნომრიანი მაისურით მილანში აღარავინ ითამაშებს. სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მან ყველა სინჯის მედალი მოიგო, გარდა ოქროსი.
რობერო კარლოსი:
Roberto Carlos da Silva Rocha - რობერტო კარლოს და სილვა როხა, დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. კარლოსმა 3-ჯერ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, 1998 წელს მან მეორე ადგილი აიღო, ხოლო 2002 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეძლო მუნდიალის მოგება. ასევე მისი ერთ-ერთი პლიუსი შეუდარებელი სისწრაფე და გამაოგნებელი სიძლიერის დარტყმაა მისი მარცხენა ფეხით. 1995 წელს მან დაასრულა სამხრეთ ამერიკული კარიერა და მილანის ”ინტერში” გადავიდა სადაც ერთი წელი გაატარა, ”ნეაზურის” მაშინდელ მწვრთნელს, როი ჰოდგსონს ბრაზილიელის ნახევარდაცვაში გამოყენება სურდა, მაგრამ კარლოსი მხოლოდ დაცვაში თამაშობდა. კარლოსმა მილანელთა შემადგენლობაში ვერანაირი ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ 34 ოფიციალური მატჩის გამართვა შეძლო და მაყურებლებს თავი 7 გოლით დაამახსოვრა. 1996-ში კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისური მოირგო და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი წლები სწორედ მადრიდში გაატარა. რობერტომ მის სადებიუტო წელს ”რეალში” პრიმერას სეზონის მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და 5 გოლი შეაგდო, ასევე მან ამავე (პირველ) წელს შეძლო ლა ლიგის მოგება. 3 წლიანი პაუზის შემდეგ 2000/01 წლების სეზონში კარლოსი მეორედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონატს ამ სეზონში მან სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი გამარტა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. რობერტომ კიდევ 2-ჯერ შეძლო ლა ლიგის ტიტულის დაუფლება, ხოლო უეფაც ჩემპიონტა ლიგა კი ”რეალთან” ერთად 3-ჯერ მოიგო,
ჯენარო გატუზო:
Gennaro Ivan Gattuso - ჯენარო ივან გატუზო, დაიბადა იტალიაში, 1978 წლის 9 იანვარს. მისი პირველი კლუბი გახლდათ "პერუჯა." მისი შემდეგი კლუბები იყო პალერტინა და რეინჯერსი. 1999 წელს კი ის "მილანში" გადაბარგდა, სადაც მიაღწია კიდეც უმაღლეს მწვერვალებს. 2003 წელს გატუზომ "მილანთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2005 წელს კი "მილანი" ფინალში გავიდა, თუმცა პირველობა "ლივერპულს" დაუთმო. 2007 წელს კი გატუზომ და "მილანმ" რევანშიც აიღეს, ფინალში წორედ "ლივერპული" დაამარცხეს. გატუზოს ასევე მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატიც, იტალიის ნაკრებთან ერთად, 2006 წელს. მან ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატიც, 2000 წელს.
დევიდ ბექჰემი:
David Robert Joseph Beckham - დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი, დაიბადა ინგლისში, 1975 წლის 2 მაისს. დევიდს კარიერის განმავლობაში უამრავი გუნდი აქვს მომვლილი, ვესჰემი, მანჩესტერი, მადრიდის რეალი, მილანი, ლოს ანჟელეს გალაქსი, ტოტენჰემი. მისი საუკეთესო წლეები, 1997-06 წლეებში შედგა, "რეალისა" და "იუნაიტედის" შემადგენლობაში. ბეკჰემის პოპულარობა საფეხბურთო მოედანს სცილდება; მისი სახელი ასევე უკავშირდება მულტიეროვნული კომპანიების კოკა-კოლასა და აი-ბი-ემის სარეკლამო სახეს. ჩემპიონთა ლიგა დევიდმა 1999 წელს მოიგო, მანჩესტერთან ერტად. ის ამჯერად "გალაქსის" საკუთრება, თუმცა 2011 წლის იანვარში, "ტოტენჰემში" იჯარით გადავიდა.
ზინედინ ზიდანი:
Zinedine Yazid Zidane - ზინედინ აზიად ზიდანი დაიბადა, 1972 წლის 23 ივნისს. ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. ზიდანმა პირველ წარმატებებს "იუვენტუსში" მიაღწია. იტალიის ჩემპიონი:1997, 1998, იტალიის სუპერ თასი:1997, ევროპის სუპერ თასი:1996, საკონტინენტთაშორისო თასი:1996. 2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. ის "რეალის" წევრი გახდა. ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი:2003, ესპანეთის სუპერ თასი:2001, 2003, ესპანეთის ჩემპიონი: 2003ესპანეთის სუპერ თასი: 2001, 2003. ევროპის სუპერ თასი:2002, საკონტინენტთაშორისო თასი:2002. საფრანგეთის ნაკრები: მსოფლიოს ჩემპიონი:1998, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი: 2006, ევროპის ჩემპიონი: 2000.
რონალდინიო:
Ronaldo de Assis Moreira - რონალდო დე ასის მორეირა, დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში. მისი პირველი კლუბი, "გრემიო" გახლავთ. მისი შემდეგი კლუბი საფრანგეთის" სანჟერმენი იყო. 2003 წელს ის "ბარსელონაში" გადავიდა. 2006 წელს რონალდინიომ მოიგო კიდეც ჩემპიონთა ლიგა. რონალდინიოს ოქროს ბურთიც კი გადასცეს. რონალდინიო გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი. სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, 2002 წელს მოიგო კიდეც რონიმ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი.
რონალდო:
Ronaldo Luís Nazário de Lima - რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, დაიბადა 1976 წლის 12 სექტემბერს ბრაზილიაში. მისი პირველი კლუბი, 1993–1994 გახლდათ. 1994–1996 წლებში "ეიდჰოვენის" წევრი გახდა. 1997–2002 წლებში რონალდო "ბარსელონაში" გამოდიოდა. წლებში ის "ინტერის" მოთამაშე იყო, ამ კლუბში ბრაზილიელამ უამრავ ტულს მოაყარა თავი. 2002 წელს კი ის "მადრიდის "რეალში გადავიდა. მსოფლიო–2002“–ის შემდეგ რონალდო რეალში გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო.„რეალში“ რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი. „მსოფლიო–2006“–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.
რაული:
Raúl González Blanco - რაულ გონსალეს ბლანკო, დაიბადა ესპანეთში, 1977 წლის 27 ივნისს. მისი პირველი კლუბი გახლდათ მადრიდის "რეალი." 1994 წელს, ის "რეალის" C - გუნდში გამოდიოდა. ერთი წლის შემდეგ ის Real Madrid B გუნდში გადავიდა. 1994–2010 წლებში კი მთავარ გუნდის წევრი გახლდათ. ლა ლიგის გამარჯვებული: 1994–95, 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 1998, 2000, 2002. რაული 2010 წელს კი "რეალიდან" წავიდა, გელზელკეხენის "შალკეშუ."
სიახლის ავტორი: ირაკლი ქათამაძე
სიახლე მომზადებულია ჩემი გემოვნების მიხედვით. თუ თქვენ არ მოგწონთ და აკლია ესა თუ ის ფეხბურთელი, ან თუ ვინმე არადამსახურებულადაა ამ გუნდში, ეგ თქვენი პრობლემაა...
- 4 თებერვალი 2011
- 4 905
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.