მოურინიომ რონალდო დაიცვა
მადრიდის რეალის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვალტერ პანდიანის განცხადებას უპასუხა, რომელმაც რონალდო გააკრიტიკა.
პანდიანი: "რონალდომ მესისგან ჭკუა უნდა ისწავლოს.თუ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა უნდა გააღიზიანო".
ჟოზეს პასუხი: "ვალტერი ძალიან ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა. მან გააკრიტიკა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რონალდოა და ამით დიდი რეკლამა გაუკეთა თავის თავს. თითქმის ყველა ესპანურ გაზეთში ეს განცხადება წერია. კრიშტიანო კარგად ხვდება პანდიანის ასეთი განცხადების მიზეზს და არამგონია ოსასუნას ფეხბურთელი პასუხის ღირსი გახადოს".
ინფორმაციის წყარო: As.com
- 4 თებერვალი 2011
- 3 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.