”რეალი” პეპეს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს
ჟოზე მოურინიოს თხოვნის მიუხედავათ, მადრიდის ”რეალის” ხელმძღვანელობას არ სურს პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება...
ჟოზეს ბერვჯერ უთქვამს, რომ ”რეალს” პეპე ძალიან სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს გუნდში უთანხმოება გრძელდება. გუნდის მესვეურები 3,5 მილიონამდე არ გაუზრდიან პორტუგალიელს ხელფასს, სწორედ ამიტომ კლეპერი გუნდს 2012 წელს დატოვებს.
პეპეს სურს, რომ მისი ხელფასი 3,5 მილიონს შეადგენდეს, თუმცა კლუბის მესვეურებმა კატეგორიულად უარყვეს ეს თანხა. ისინი მხოლოდ 1,8 მილიონზე არიან თანახმა.
წლევანდელ სეზონში, ხსენებულმა ფეხბურთელმა 21 თამაშში ერთი გოლი გაიტანა და ”ლევანტესთან” მატჩში ტრავმა მიიღო.
წყარო:as.com
- 4 თებერვალი 2011
- 3 024
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.