გზა ფინალამდე
როგორც იცით მადრიდის "რეალი" 20 აპრილს "კოპა დელ რეის" ფინალში კატალონიურ "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მოდი გადავხედოთ,თუ რა გზა განვლო "ბლანკოსმა" ფინალამდე.
1/16 ფინალი - "რეალი"-"მურსია"
პირველი მატჩი მურსიაში მოულოდნელი შედეგით დასრულდა - 0-0. "ბერნაბეუზე" კი მადრიდელებმა მეტოქე გაანადგურეს ანგარიშით 5-1. გოლები გრანერომ,იგუაინმა,რონალდომ,ბენზემამ და ხაბი ალონსომ გაიტანეს. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში "ბლანკოსმა" 5-1 გაიმარჯვა.
1/8 ფინალი - "რეალი" - "ლევანტე"
პირველ მატჩში "ბერნაბეუზე" "რეალმა" "ლევანტეს" გადაუარა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერენგებმა 8-0 იმარჯვეს. სამ-სამი გოლი ამ მატჩში რონალდოსა და ბენზემას ანგარიშზეა. განმეორებით თამაშში კი უმოტივაციო "რეალმა" 0-2 წააგო. ორი მატჩის ჯამში "რეალმა" 8-2 იმარჯვა.
1/4 ფინალი - "რეალი" - "ატლეტიკო"
პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" მოულოდნელად დაიწყო. დიეგო ფორლანმა ანგარიში პირველივე წუთებში გახსნა და "ატლეტიკო" დააწინაურა. მაგრამ "ბლანკოსმა" ამის შემდეგ 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა. განმეორებით მატჩში კი რონალდოს გოლის წყალობით "რელმა" გამარჯვება მოიპოვა. ორი მატჩის ჯამში "ბლანკოსმა" 4-1 გაიმარჯვა.
1/2 ფინალი - "რეალი" - "სევილია"
ორივე მატჩი ძალზედ დაძაბულად მიმდინარეობდა. ანდალუზიაში "სანჩეს პის ხუანზე" "რეალმა" ბენზემას გოლის წყალობით იმარჯვა. "ბერნაბეუზე" კი ოზილმა და ადებაიორმა მატჩის მიწურულს თითო-თითო ბურთი გაუტანეს "სევილიას". საერთო ჯამში მადრიდელებმა ანდალუზიელებს 3-0 მოუგეს.
ფინალი - "რეალი" - "ბარსელონა"
ფინალში "ელ კლასიკო" გაიმართება. "რეალსა" და "ბარსელონას" შორის დაპირისპირება 20 აპრილს გაიმართება ვალენსიაში "მესტალიაზე".
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 3 თებერვალი 2011
- 2 347
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.