"გატანილმა გოლმა ძალიან გამაბედნიერა"
ადებაიორი: "ძალიან გახარებული ვარ ჩემი დებიუტით "ბერნაბეუზე" და ასევე - გატანილი გოლით"
ემანუელ ადებაიორი ძალიან გახარებული იყო, რომ მან გოლი გაიტანა თავის პირველ თამაშზე "ბერნაბეუზე".
"განსაკუთრებული მატჩი იყო ჩემთვის, რადგან მიყვარს ეს კლუბი და მუდამ ვოცნებობდი აქ თამაშზე. ჩემი დებიუტი დღეს ღამე შესდგა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და მე შევძელი გოლის გატანა. ძალიან ბედნიერი ვარ."
"მნიშვნელობა არ აქვს 15 წუთი ვითამაშებ თუ 20 წუთი, ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვიყენებ. დიდებული ფეხბურთელების გვერძე ვთამაშობ, ისეთები როგორებიც არიან რონალდო, კაკა, ოზილი, ხედირა... ვფიქრობ ბენზემა შესანიშნავი ფეხბურთელია. მას რამოდენიმე შანსი ჰქონდა. მას არ გაუტანია, მაგრამ სწორედ ეს არის ფეხბურთი. ის მშვენიერი ფეხბურთელია და კიდევ ბევრჯერ გაიტანს აქ."
"ბევრი დროა ფინალამდე, ამიტომ ეხლა კონცენტრაცია ლიგაზე უნდა მოვახდინოთ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შევხვდებით. რთული ფინალი იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი შანსები."
წყარო: realmadrid.com
- 3 თებერვალი 2011
- 2 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.