იგუაინი : "ყველაფერს ვაკეთებ გამოჯანმრთელებისათვის”
მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც გაამხნევა საკუთარი თანაგუნდელები და სამეფო თასის ფინალში გასვლა უსურვა, ასევე მან ისაუბრა ტრავმის მოშუშების პროცესზე...
"მიხარია, რომ ჩემი გუნდი პირველი შეხვედრის შემდეგ "ბერნაბეუზე" გაცილებით უფრო დამშვიდებული გავა, რადგან ანდალუსიაში მოპოვებული გამარჯვება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. მჯერა, რომ საკუთარ კედლებში დამაჯერებლად ვითამაშებთ და გულშემატკვივრები უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ."
"დიდი შანსია იმისა, რომ აპრილის თვეში 2 "ელ კლასიკო" გაიმართოს. ვთვლი, რომ ორივე შეხვედრა დაძაბული და საინტერესო იქნება, მაგრამ მადრიდი რევანშისთვის მოემზადება და აუცილებლად დაამარცხებს გვარდიოლას გუნდს."
"ტრავმის მოშუშების პროცედურა კარგად მიმდინარეობს, ექიმები მაიმედებენ, რომ მაისის დასაწყისისთვის დაბრუნებას შევძლებ. ეს იქნება ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ აღდგენითი კურსი ისეთივე ტემპით გაგრძელდება, როგორითაც ამჟამად მიმდინარეობს. ყოველდღე უდიდეს სამუშაოს ვასრულებ იმისათვის, რომ დათქმულზე ადრე დავბრუნდე."
"ადებაიორის ტრანსფერს მივესალმები, ტოგოელი ფეხბურთელი კონკურენციას გაზრდის და ეს თითოეული მოთამაშისთვის დამატებითი სტიმული იქნება, ყოველთვის საჭიროა მეტოქის ყოლა იმისთვის, რომ არ მოეშვა. სავსებით გასაგები ფაქტია, რომ "ბლანკოსს" მესამე ფორვარდი დასჭირდა."
- 2 თებერვალი 2011
- 1 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.