2514 დღე ფინალის გარეშე
ზუსტად 2514 დღე გავიდა მას შემდეგ, როცა მადრიდის რეალმა ბოლოს სამეფო თასის ფინალში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ მაშინ რეალი ფინალში სარაგოსას დაუპირისპირდა "მონტჟუიკის" სტადიონზე და 3-0 დამარცხდა.
ეს თამაში აგრეთვე იყო "გალაქტიკოსის" ეპოქის დასასრული. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სარაგოსასთან მატჩი იყო უკანასკნელი, როცა მადრიდის რეალის გულშემატკივრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეკრიბნენ თავისი გუნდის საქომაგოდ. ამ თამაშის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი გადაიქცა უბრალო ტურნირებად, რომლებშიც "თეთრები" მონაწილეობენ, თუმცა წარუმატებლად.
ამიტომ დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნები ბოლომდე უნდა გაივსოს და გუნდს დიდი თანადგომა გაუწიოს. ფინალში გასვლა, რომელიც 20 აპრილს გაიმართება, დიდი ოცნებაა მადრიდული სამყაროსთვის.
ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სევილია იქნება ძლიერი, როგორც კლდე. ამ კლუბის მეკარემ ანდრეს პალოპმა Twitter-ში თანაგუნდელები გაამხნევა და დაწერა - "სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი იქნება გზა, სევილიას მესამე ფინალამდე ბოლო 6 წელში". ცდები ანდრეს, შენ დღევანდელ მატჩს თვალს დაადევნებ ტრიბუნიდან, საიდანაც დაინახევ ერთ მუშტად შეკრულ ბერნაბეუს. მადრიდელები იქნებიან ერთსულოვნად, ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული. რეალი არის ლეგენდა, რომელიც არასოდეს მოკვდება..
- 2 თებერვალი 2011
- 2 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.