"რეალი" - "სევილია" [პრევიუ]

სტუმრად 1-0 გამარჯვების შემდეგ მადრიდის "რეალი" "კოპა დელ რეის" ფინალთან ძალიან ახლოსაა..

მადრიდის "რეალმა" "კოპა დელ რეის" გათამაშება ცუდად დაიწყო. მათ "მურსიასთან" ფრე 0-0-ით ითამაშეს. ჟოზე მოურინიომ ამ თასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე მოვიგე პორტუგალიის,ინგლისის,იტალიის თასი და მინდა მოვიგო ესპანეთისიც."

ნახევარფინალის განმეორებით მატჩამდე "რეალმა" ერთი-მეორის მიყოლებით გათამაშებას გამოთიშა "მურსია", "ლევანტე" და "ატლეტიკო". ნახევარფინალის პირველ მატჩში კი "მერენგებმა" "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" დაამრცხეს 1-0. სტატისტიკური მონაცემები "რეალის" სასარგებლოდაა. "კოპა დელ რეის" გათამაშებაზე განვლილ წლებში "ბლანკოსი" პირველ მატჩში თუ იმარჯვებდა 1-0-ს, ყოველთვის გადიოდა შემდეგ ეტაპზე.

მარსელო გრიპიდან განიკურნა და ჟოზე მოურინიოს განაცხადშიც მოხვდა. ტრავმების გამო მხოლოდ გონსალო იგუაინი და პეპე დააკლდებიან დღევანდელ შეხვედრას.

წინა "კოპა დელ რეის" გამარჯვებულები ბოლო წუთებამდე აპირებენ ბრძოლას და ეცდებიან ტიტული შეინარჩუნონ. ანდალუზიელებისთვის ცხადია,რომ "ბერნაბეუზე" გამარჯვება ურთულესია წლევანდელ სეზონში, რადგან მადრიდელებს 100%-იანი შედეგი აქვთ საკუთარ მოედანზე,მათ ჩატარებული შეხვედრებიდან "ბერნაბეუზე" ყველაში გამარჯვება იზეიმეს.

გრეგორიო მანზანომ ესპანეთის დედაქალაქში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩამოიყვანა: მედელი და რაკიტიჩი. ტრავმების გამო ანდალუზიაში დარჩნენ გუარენტე, დრაგუტინოვიჩი და კონე. ასევე ვერ ითამაშებს სევილიელთა პირველი მეკარე პალოპი.

ინფორმაციის წყარო:realmadrid.com

  • wishmaster
  • 2 თებერვალი 2011
  • 1 830
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)