ხოსელუ: ”კასტილია ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს”
ხოსე ლუის სან მარტინ მატო ”ხოსელუ,” ერთ-ერთი გამორჩეულია კასტილიში.ის მადრიდულ კანტერაში 2009 წელს გადმოვიდა ”სელტადან.”
- კასტილიამ, სგუნდა ბ-ს მეორე წრე ახალი მწვრთნელით დაიწყო.რას გვეტყვით ალბერტო ტოპილეზე?
- ჩემპიონატის მეორე წრის სტარტზე, კასტილიაში სერიოზული ცვლილებები მოხდა.გუნდმა მთლიანად შეიცვალა მენტალიტეტი.ვფიქრობ, უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა გაანალიზა თუ სად თამაშობს.ეს ”რეალ მადრიდ კასტილიაა” და ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ყოველთვის უკეთესობისკენ ვისწრაფოდეთ.ტოპილეს სჯერა ჩვენ და ჩვენც ანალოგიურად ვართ მის მიმართ განწყობილნი.
- ტოპილეს დანიშვნის შემდეგ, ზედიზედ 4 შეხვედრაში მოიპოვეთ გამარჯვება და მხოლოდ 1 ქულა გაშორებთ საპლეიოფო პოზიციამდე.როგორ აფასებთ სეგუნდაში გადმოსვლის შანსებს?
- რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს სეგუნდაში გადმოსვლისა, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ შემდეგ მოწინააღმდეგეზე ვფიქრობთ.გასულმა შეხვედრა ნათლად დაგვანახა, რომ სეგუნდა ბ-ში ნებისმიერ გუნდს შეუძლია პრობლემები შეუქმნას შენს წარმატებას, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოზიციაზე იმყოფება ის.ჩვენი მიზანია, ქულების მოგროვება, რაც სეგუნდაზე ფიქრის საშუალებას მოგვცემს.
- როგორ აფასებს შექმნილ სიტუაციას თვითონ გუნდი?
- შემადგენლობა კარგ კონდიციებში იმყოფება.სეზონის პირველ ნახევარში, ჩვენი გამოსვლა წარუმატებელი იყო.სამწუხაროდ, ბევრი ქულა დავკარგეთ, თუმცა ბრძოლა გრძელდება.ტოპელის მოსვლის შემდეგ, კასტილია კვლავ ფეხზე წამოდგა და თავის სიტყვას იტყვის!
- ეთანხმდებით იმ აზრს, რომ კასტილია მეორე წრის საუკეთესო გუნდია?
- დიახ და ვიმედოვნებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვენ წლის საუკეთესო გუნდი გავხდებით.
- თქვენ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდით კასტილიას.როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი (ხოსელი ”სელტაში” იყო განათხოვრებული)?
- რა თქმა უნდა, გარემოს გამოცვლა ადვილი ნამდვილად არ არის.თავიდან ძალიან მიჭირდა, თუმცა ახლა კარგად ვგრძნობ თავს.შევეჩვია მადრიდულ ატმოსფეროს.
- თქვეთან ერთად გუნდში მოვიდნენ: მანდი, პაბლო გილი, ხესუსი და გონი.რას გვეტყვით ამ ბიჭებზე?
- ისინი შრომისმოყვარე და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან.ჩემი აზრით, კასტილია სწორედ ასეთ მოთამაშეებს საჭიროებდა სრული შევსებისათვის.ახალწვეულებმა საკუთარი პოტენციალი პირველ წრეში სათანადოთ ვერ წარმოვაჩინეთ, მაგრამ ახალი მწვრთნელის წყალობით, ყველაფერი შეიცვალა და ჩვენც ავთამაშდით.
- რა სარგებელი მოგაქვთ გუნდისათვის?
- მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მუდამ მეტოქის საჯარიმოში იმყოფება.ყოველთვის ვცდილობ გავიტანო გოლი, თუმცა ამასთანავე ასისტენტობას ძალიან მომწონს.
-
- წლეულს, თქვენს ანგარიშზე 6 გოლია, კიდევ რამდენის გატანს გეგმავთ?
- ამ სეზონში 15 გოლის გატანას თუ მოვახერხებ, ფრიად მოხარული ვიქნები.
- თქვენი მიზნები, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით?
- გუნდის მთავარი ამოცანა გახლავთ ოთხეულში მოხვედრა, ხოლო როგორც ფორვარდს, მსურს, ბევრი გოლის გატანა.ასევე ძალიან მინდა ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში დაბრუნება.
- უახლოსი შეხვედრები გაქვთ იმ გუნდებთან, რომლებიც სეგუნდა ბ-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.მომდევნო მატჩში კი ”პონტევედრას” ეწვევით, რომელიც 18-ე პოზიციას სჯერდება.რას გვეტყვით, კარს მომდგარ თამაშზე?
- ზემოდ აღვნიშნე, რომ ადვილი გასეირნება, არცერთ გუნდთან არ გველის.”პონტევედრა” შეეცდება თავი დააღწიოს გასავარდნ ზონას და აქედან გამომდინარე, ძალზედ მოტივირებული იქნება.მიუხედავად ამისა, კასტილიას მხოლოდ ქულებისთვის იბრძოლებს.
- შესაძლო მომდევნო სამმა ქულამ, პლეოფში მოგახვედროთ...
- იმედია ასეც იქნება.პირველ ნახევარში, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით გასვლით შეხვედრებში.გვინდა, რომ გამარჯვებების სერია გავაგრძელოთ.
- თქვენი დებიუტი პირველ გუნდში, ”ერკულესის” წინააღმდეგ შედგა, ამხანაგურ მატჩში.რა განცდა დაგეუფლათ?
- როდესაც მადრიდში ჩამოვედი და მითხრეს, რომ მოურინიოს ვარჯიშში მივიღებდი მონაწილეობას, პატარა ბავშვივით გახარებული ვიყავი.ასევე, არასოდეს დამავიწყდება დებიუტი.მინდოდა, რომ ის შეხვედრა დიდხანს გაგრძელებულიყო.
- ბოლო თამაშებში, ”ალფრე დი სტეფანოზე” ქომაგების სიმრავლე შეინიშნები.ისინი მხურვალედ უჭერენ მხარს ახალგაზრდებს.
- გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ კასტილიის ასპარეზობით პირველ წრეში, მაგრამ ახლა როდესაც წარმატებით გამოვდივართ, ქომაგების მოდიან სტადიონზე.რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- და ბოლოს, რას ეტყოდით კასტილიის ქომაგებს?
- კასტილია ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს!
-
- 2 თებერვალი 2011
- 1 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.