Ronaldo Luís Nazário de Lima - უბრალოდ "Fenômeno"
ეს სტატია მე რამოდენიმე კვირის წინ დავწერე და რიგით მეასე იყო ჩემთვის. მე გადავწყვიტე,რომ ახლა ზუსტად შესაფერისი მომენტია,რომ ეს სტატია კვლავ წარმომეჩინა თქვენს წინაშე. როგორც მიხვდით მე გთავაზობთ ლუის ნაზარიო დე ლიმას ბიოგრაფიას....
როგორც მოკლე აღწერაში ვახსენე, მე გთავაზობთ ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს ბიოგრაფიას, ფეხბურთელისას, რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი, "რეალი" და ბრაზილია. კიჭა არის ფეხბურთელი,რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. თამამად შეგვიძლია ვახსენოთ ის ისეთი ლეგენდების გვერდით,როგორიცაა პელე,მარადონა, გარინჩა და სხვები. ბრაზილიელს, ფენომენად წოდებულს მოგებული აქვს ყველაფერი თუკი რამის მოგება შეიძლებოდა გარდა ჩემპიონთა ლიგისა. რონალდო და ზიდანი ერთადერთები არიან მსოფლიოში,რომელთაც სამჯერ აქვთ მოგებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ასევე 2010 წელს მსოფლიოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ის დასახელდა ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელად. კიჭა გამოკითხულთა 43.63%-მა აირჩია. ფენომენი ორგზის მოსფლიო ჩემპიონია და მასვე ეკუთვნის რეკორდი მუნდიალისა. კიჭას 15 გოლი აქვს გატანილი ჩატარებულ ჩემპიონატებზე. 2006 წელს მან გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. მიუხედავად ტრავმებით გატანჯული კარიერისა რონალდო ამხობდა რეკორდებს, თამაშობდა უმაღლეს დონეზე, ჰქონდა მსოფლიოში საუკეთესო დრიბლინგი, საოცარი ტექნიკა და ერთი სივით იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია...
დაბადების თარიღი: 1976 წლის 18 სექტემბერი
დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო (ბრაზილია)
სიმაღლე: 183 სმ
წონა: სასწორი ვერ წონის (ავტ.)
სათამაშო პოზიცია: თავდამსხმელი
კარიერა:
1986-1989 - "ვალკუეირე"
1989-1990 - "რამოსის სოციალური კლუბი"
1990-1993 - "სან კრისტოვაო"
1993-1994 - "კრუზეირო:
1994-1996 - "პსვ"
1996-1997 - "ბარსელონა"
1997-2002 - "ინტერი"
2002-2007 - "რეალი"
2007-2008 - "მილანი"
2009-2011 - "კორინთეანსი"
1993 წელს რონალდომ თავისი შთამბეჭდავი კარიერა "კრუზეიროში" დაიწყო. მა იქ მხოლოდ ერთი წელი დაჰყო და 14 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა. კიჭამ უდიდესი წვლილი შეიტანა "კრუზეიროს" გაჩემპიონებაში. სანამ ფენომენი აქ გადმოვიდა,მას ასევე ეპატიჟებოდა "ფლამენგო",მაგრამ ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჟაიზინიომ მას ურჩია,რომ "კრუზეირო" ერჩია,რადგან აქ უფრო შეეძლო მისი კარიერის აწყობა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ჟაიზინიო მართალი იყო.
1994 წლის მუნდიალზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების განაცხადში იმყოფებოდა,თუმცა მას არ უთამაშია. როგორც ცნობილია რომარიომ კიჭას სწორედ მუნდიალის მიმდინარეობისას ურჩია,რომ ევროპაში დარჩენილიყო და რომელიმე ევროპულ კლუბში გაგრძელებინა კარიერა,რადგან ასე უფრო კარგად დაანახებდა მსოფლიოს მის ფენომენალურ შესაძლებლობებს. ამ რჩევიდან არც გასულა დიდი ხანი და რონალდომ ჰოლანდიურ "პსვ-ს" მიაშურა. პირველივე სეზონში მან 30 გოლის გატანა მოხარხა. შემდეგ სეზონში მან მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო,თუმცა იგი დროდადრო მაინც ჩნდებოდა შემადგენლობაში და იმდენი მოხარხა,რომ 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა.1996 წელს მან "პსვ-სთან" ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო,ხოლო 1995 წელს "ერედივიზიონის" ბომბარდირი გახდა.
"პსვ-ში" შთამბეჭდავი სეზონების შედეგად რონალდომ "ინტერისა" და "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო. 1997 წელს იტალიელებს "ბლაუგრანამ" აჯობა და კიჭაში სარეკორდო თანხა - 17 მილიონი გადაიხადეს. ფენომენმა "ბარსაში" მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა,მაგრამ იმდენი რამ გააკეთა,რომ ზოგი ფეხბურთელი ამას წლების განმავლობაში ვერ ახერხებს. კიჭამ 49 ჩატარებულ შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა. ეს უბრალოდ საოცრებაა. სწორედ მისი უდიდესი წვლილია კატალონიელების გაჩემპიონებაში "კოპა დელ რეიზე", უეფას თასების თასზე და ესპანეთის სუპერ თასზე. იგი გახდა 1996 წლის ბომბარდირი "ლა ლიგისა", 37 მატჩში 34 გოლი გაიტანა.ასევე მან გაიტანა გამარჯვების გოლი "პსჟ-ს" წინააღმდეგ უეფას თასების თასის ფინალში. 1996 წელს რონალდო ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ახალგარდა ფეხბურთელად დაასახელა.
"ბარსაში" რონალდოს კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა,ამიტომ ბრაზილიელმა გადაწყვიტა კატალონია დაეტოვებინა. იმ დროსითვის იგი რეკორდულ თანხად 19 მილიონად გაიყიდა. ფენიმენი ამჯერად "ინტერში" გადავიდა. კიჭამ პირველად "ინტერის" მაისურით უეფას თასის ფინალში გაიტანა. მის გადასვლამდე მილანური კლუბი უკვე გასული იყო ფინალში.
რონალდომ ადაპტაცია სწრაფად გაიარა და პირველივე სეზონიდან დაიწყო გოლების გატანა. იგი "სერია ა-ს" ბომბარდირთა სიაში მეორეზე გავიდა. "ინტერში" კიჭა ჩამოყალიბდა პენალტებისა და საჯარიმო დარმების უბადლო ოსტატად, საუკეთესო ასისტენტად და რაც მთავარია გოლეადორად. 1997 წელს მან კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მომდევნო წელს კი ზინედინ ზიდანის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ყოველივე ეს კი იმაზე მიგვანიშნებს,რომ ნაზარიო დე ლიმა მოსფლიოს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
1999 წლის 21 ნოემბერს მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი რონალდოს კარიერაში. მან "ლეჩესთან" მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო მუხლისა. მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.მატჩის შემდგომ სამდეცინო დასკვნის შედეგად ცნობილი გახდა,რომ კიჭა ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია და ისე ვერ შეძლებდა რამოდენიმე თვე მოედანზე გასვლას. კიჭამ რამოდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ მოედანზე გასვლა 2000 წლის 12 აპრილს შეძლო,თუმცა მოედანზე გატარებული 7 წუთის შემდეგ მას ტრავმამ გაუხსენა და ამჯერად უფრო საშინელი იყო სამედიცინო დასკვნის შედეგები. რონალდომ ორი ოპერაცია გაიკეთა და პრაქტიკულად 2 წელი რეაბილიტაციას მოანდომა. აღარავინ არ ელოდა მისი ფორმის აღდგენას,მაგრამ მოხდა სასწაული, თითქოს კიჭა თავიდან დაიბადა. 2002 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატზე საოცრად იასპარეზა და ბრაზილიის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ მისი დუბლით დაამრცხა ფინალში "პენტა კამპეონებმა" გერმნანიის ნაკრები.
2002 წელს ის კვლავ,უკვე რიგით მესამედ დასახელდა მოსფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. ამავე წელსვე კიჭას "გალაქტიკოსმა" დაადგა თვალი. სანამ კიჭა "რეალში" გადავიდოდა, მას იტალიელმა ჟურნალისტებმა "ფენომენი" უწოდეს,რომელიც მას დღემდე შერჩა. ასევე ის შეყვანილია "ინტერის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ოცეულში. მან 99 მატჩში 59 გოლი გაიტანა "ნერაძურის" მაისურით.
რონალდო "რეალში" 39 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა. მას მცირე ტრავმა ქონდა,ამიტომ მისი დებიუტი ოქტომბერში შედგა "ბერნაბეუზე". არსანიშნავია,რომ კიჭამ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და მადრიდისტების გულები მაშინვე დაიპყრო. პირველივე სეზონში მან 23 გოლის გატანა მოახერხა და "რეალის" "ლა ლიგის" ჩემპიონობაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. მან ასევე ამავე წელს რეალთან" ერთად მოიგო ინტერნაციონალური თასი და ესპანეთის სუპერთასი.
2003 წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე რონალდომ "მანჩესტერს" "ოლდტრაფორდზე" 3 გოლი გაუტანა. მიუხედავად იმისა,რომ ეს მატჩი "რეალმა" წააგო ანგარიშით 3-4, ეს მატჩი მაინც არის აღიარებული არამარტო "ბლნკოსის" ისტორიაში საუკეთესო მატჩად,არამედ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშიც.
2003-2004 წლების სეზონის ბოლოს რონალდომ ტრავმა კვლავ მიიღო და ისევდაისევ მუხლზე,მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა და იგი მალევე დაუბრუნდა სამეფო კლუბს. თუმცა მისი არყოფნა "რეალს" დაეო და იმ წლის წარუმატებლობაც გარკვეულწილად რონალდოს არყოფნის ბრალიც იყო. დაბრუნების შემდეგ,მან "ლა ლიგაში" 24 გოლი გაიტანა და "პიჩიჩის" ჯილდოც მიისაკუთრა. ამის შემდგომ დაიწყო რონალდოს უკან სვლა. იგი გატანჯა მცირე ტრავმებმა. ამ ყველაფერს წონის პრობლემაც დაემატა. ფენომენი "გასივდა" (ავტ.) "რეალში" თამაშის ბოლო სეზონში,მაშინ როცა "ბლანკოსს" კაპელო წვრთნიდა, რონალდო იშვიათად ჩნდებოდა შემადგენლობაში. ეს კი ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებდა,რომ ფენომენის ხანა სრულდებოდა "რეალში".
რონალდომ კარიერის პიკს სწორედ "რეალში" პირველ წლებში თამაშის დროს მიაღწია და ასევე დასამარდა მადრიდშივე მისი ფენომენალურობა. მაგრამ რონალდო,როგორ ფეხნომენი ყოველთვის იარსებებს არამარტო მადრიდისტების,არამედ ფეხბურთის გულშემატკივართა გულებში.
2007 წლის 18 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია,რომ რონალდო "მილანში" გადავიდოდა. ეს იმან გამოიწვია,რომ კიჭა საეჭვოდ ჩავიდა მილანში. 30 იანვარს უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მას სამედიცინო შემოწმება გავლილი ჰქონდა, "რეალისა" და "მილანის" ხელმძღვანელობები უკვე მოლაპარაკებულები იყვნენ და ამ დღეს იგი ოფიციალურად გახდა მილანური გრანდის ფეხბურთელი. კიჭას სანაცვლოდ ბერლუსკონიმ 7.5 მილიონი გადაიხადა.
მისი დებიუტი "მილანის" მაისურით 11 თებერვალს შედგა "ლივორნოს" წინააღმდეგ. "სერია ა-ს" შემდეგ ტურში კი სიანასთან 17 თებერვალს კიჭამ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. საერთო ჯამში მან ამ სეზონში 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა. რონალდო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ფეხბურთელთა სიაში,რომელთაც ნათამაშები აქვთ ორივე მილანურ კლუბში. ასევე ის არის იმ 33 ფეხბურთელთა შორის,ვისაც ნათამაშები აქვს "რეალშიც" და "ბარსელონაშიც". რონალდომ "მილანში" ასპარეზობის დროს მხოლოდ 300 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა. ანუ ეს იმას ნიშნავს,რომ კიჭა ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა. მცირე ხნის განმავლობაში კი ძირიტადშიც დაიკკვიდრა ადგილი და პატოსტან და კაკასტან ერთად თავდასხმის ძლიერი ხაზი შექმნა,რომელსაც "კა-პა-რო" ეწოდა.
2008 წლის 13 თებერვალს მან კვლავ მიიღო მუხლის ტრავმა და მას შემდეგ 6 თვის განმავლობაში აღარ გამოჩენილა "მილანში". სეზონის ბოლოს კი იტალიურმა მხარემ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. პრაქტიკულად მისი გადასვლა "ფლამენგოში" გადაწყვეტილი,იყო მაგრამ მსგავსად 1993 წლისა მან კვლავ უარი თქვა აქ თამაშზე და "კორინთენასში" გადავიდა.
რონალდომ "კორინთეანსში" თამაში შეძლებისდაგვარად დაიწყო. პირველივე სეზონში მან ბარზილიის "სერია ა-ში" 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა. სულ ორიოდე დღის წინ კი კიჭამ თავისი ბრწყინვალე კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
რონალდოს დებიუტი ნაკრებში შედგა 1994 წელს ამხანაგურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ. იგი იმავე წელსვე წაყვანილ იქნა მუნდიალზე,თუმცა მას თამაშიც საშუალება არ მიცემია. როგორც იცით მას "რონალდინიოსაც" უწოდებდნენ და იყო შემთხვევა,როცა კიჭას მაისურზე ეს სახელიც ეწერა.
1998 წელს კიჭამ ფინალამადე ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისი შემჩერებელი პრაქტიკულად არავინ იყო. მაგრამ საფრანგეთთან მატჩამდე 72 საათით ადრე იგი სგავსად მისი თანაგუნდელებისა მოწამლულ იქნა და ფინალი უღიმღამოდ ითამაშა. ის ფინალი ბრაზილიამ 0-3 წააგო.
2002 წლის მუნდიალზე კი რონალდომ საოცრებები ჩაიდინა. გაიტანა 8 გოლი და გახდა ბომბარდირი. დაამხო პელეს რეკორდი მუნდიალზე გატანილი გოლების მიხედვით და მიუახლოვდა გერდ მიულერის რეკორდს,რომელიც მან მომდევნო 2006 წლის გერმანიის მუნდიალზე გააუმჯობესა.
აღსანიშნავია,რომ 2004 წლის 2 ივნისს არგენტინასთან მატჩში რონალდომ სამი პენალტი მოიპოვა, სამივე თვითონ შეასრულა და შესაბამისად 3-0 გაამარჯვებინა ბრაზილიას.
2006 წელს განასთან მერვედფინალური დაპირისპირებისას კიჭამ გაიტანა მუნდიალზე რიგით 15-გოლი და როგორც ზემოთ ვახსენე გახდა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენი გოლების მიხედვით. ამის შემდეგ მისი სანაკრებო კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. საბოლოო ჯამში ოფიციალურად ჩატარებული 97 მატჩიდან ბრაზილიის მაისურით,მან 62 გოლი გაიტანა.
რონალდო მესამე შვილია ნელიო ნაზარიო დე ლიმასი და სონია დოს სანტოს ბარატასი. კიჭა ახალგაზრდობიდან მოყოლებული ცნობილია,როგორც მექალთანე. მას უამრავი საყვარელი ჰყავდა. ჰყავდა ცოლებიც, მაგრამ როგორც წესი მათი ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდებოდა. რონალდოს ჰყავს 4 შვილი, ოთხივე სხვადასხვა ქალისგან,თუმცა კიჭა მამობას არ არიდებს თავს და ყველა შვილზე თანაბრად ზრუნავს.
რონალდოს საერთო ჯამში ჩატარებული აქვს 619 მატჩი და აქვს გატანილი 420 გოლი.(იგულისმება საკლუბო და სანაკრებო კარიერა).
"კრუზეირო"
Campeonato Mineiro: 1994
Copa do Brasil: 1993
"პსვ"
KNVB Cup: 1996
Johan Cruijff-schaal: 1996
"ბარსელონა"
Copa del Rey: 1997
UEFA Cup Winners' Cup: 1997
Supercopa de España: 1996
"ინტერი"
UEFA Cup: 1998
"რეალი"
La Liga: 2002–03, 2006–07
Intercontinental Cup: 2002
Supercopa de España: 2003
"კორინთეანსი"
Campeonato Paulista: 2009
Copa do Brasil: 2009
სანაკრებო ტიტულები
FIFA World Cup: 1994, 2002
Copa América: 1997, 1999
FIFA Confederations Cup: 1997
ინდივიდუალური ტიტულები
Supercopa Libertadores Top Scorer: 1993–94
Campeonato Mineiro Top Scorer: 1993–94
Campeonato Mineiro Team of The Year: 1994
Eredivisie Top Scorer: 1994–95
La Liga Top Scorer: 1996–97,2003–2004
European Golden Boot: 1996–97
Don Balón Award La Liga Foreign Player of the Year: 1996–97
Copa América Final Most Valuable Player: 1997
Copa América Most Valuable Player: 1997
Confederations Cup All-Star Team: 1997
Cup Winners Cup Final Most Valuable Player: 1997
Cup Winners Cup Top Goal Scorer: 1996–1997
IFFHS World's Top Goal Scorer of the Year: 1997
UEFA Most Valuable Player: 1997–98
Serie A Footballer of the Year: 1997–98
Serie A Foreign Footballer of the Year: 1997–98
UEFA Best Forward: 1997–98
Bravo Award : 1995, 1997, 1998
FIFA World Cup Golden Ball: 1998
UEFA Cup Final Most Valuable Player: 1998
Copa América Top Scorer: 1999
Copa América All-Star Team: 1997, 1999
FIFA World Player of the Year: 1996, 1997, 2002
Ballon D'or: 1997, 2002
World Soccer Magazine World Player of The Year: 1996,1997.2002
Onze d'Or: 1997, 2002
FIFA World Cup Silver Ball: 2002
FIFA 100
FIFA World Cup All-Star Team: 1998, 2002
FIFA World Cup Final Most Valuable Player: 2002
FIFA World Cup Top Scorer: 2002
Intercontinental Cup Most Valuable Player: 2002
UEFA Team of The Year: 2002
Laureus Comeback of the Year: 2002
Strogaldo De Legendary Award 2002
BBC Sports Personali of the Year Overseas Personali: 2002
La Liga South American Player of the Year: 1996–97, 2002–03
Golden Foot award: 2006
Brazilian National Hall of Fame: Class of 2006
Serie A Player of the Decade: 1997–2007
France Football Magazine: Starting eleven of all-time (2007)
FIFA World Cup: All-Time Leading Scorer
Campeonato Paulista: Best Player, 2009
Goal.com : Player of a decade: Winner 2000–2010
სტატიის ავტორი: WIShMASTER
- 15 თებერვალი 2011
- 4 381
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.