”კუნი ძვირი ღირს”
მადრიდის ”ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, სერეზომ, განაცხადა, რომ გუნდი აგუეროს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ფასი მაღალი იქნება...
სხავდასხვა წყაროების თანახმად, მადრიდის ”რეალის” გარდა, ამ მოთამაშით ბევრი სხვა გრანდებიც ინტერესდებიან.
სერეზოს განცხადებით, იგი მხოლოდ მაშინ გაყიდის ლიდერს, როდესაც სხვა გუნდები მას ძალიან მისაღებ თანხას შესთავაზებენ.
”თუ პერესი შემომთავაზებს 45 მილიონს და კუნიც დასთანხმდება ტრანსფერს, მაშინ ჩვენ მას შეველევით. ფეხბურთელის სურვილს წინ ვერავინ აღუდგება, თუ მან წასვლა მოინდომა, იგი წავა” - აცხადებს სერეზო.
ამ ტურში, კუნ აგუერომ და კამპანიამ მარცხი იწვნიეს. მადრიდული მხარეები იმედოვნებენ, რომ ”ატლეტიკო” ”ბარსელონას” ქულებს დააკარგვინებს.
წყარო:goal.com
- 1 თებერვალი 2011
- 2 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.