მადრიდმა სიტი უარით გაისტუმრა
როგორ ირკვევა, მანჩესტერ სიტის "ბლანკოსის" ახალგაზრდა ფეხბურთელის პედრო ლეონის შეძენა სურდა.
მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა ადამ ჯონსონმა ტრამვა მიიღო და ის გუნდს სამი თვე ვერ დაეხმარება. მანჩესტერული კლუბი ნახევარმცველის ძიებაშია.
სიტიმ თავისი არჩევანი მადრიდის "რეალის" ფეხურთელზე, პედრო ლეონზე გააკეთა, მაგრამ სამეფო კლუბმა მანჩესტერული გუნდი უარით გაისტუმრა.
სიტის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პედრო სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისში აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" ლეონი "ხეტაფედან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
- 1 თებერვალი 2011
- 2 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.