"პიპიტა" აპრილში დაბრუნდება
მადრიდის "რეალის" წამყვანი ფორვარდი, გონსალო იგუაინი დარწმუნებულია, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ფაქტი არ დაფიქსირდა, იგი მოედანს აპრილში დაუბრუნდება და 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გასამართ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც სამეფო კლუბი - კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება. 4 დღის შემდეგ კი სამეფო თასის ფინალური მატჩიც შედგება.
როგორც არგენტინული წყაროები იუწყებიან, გონსალო იგუაინი რეაბილიტაციის კურსს ძალიან სწრაფად გადის და სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია ,რომ იგი მოედანს ვადაზე ადრე დაუბრუნდეს.
დეკემბერში, როდესაც იგუაინს პირველად აღმოუჩინეს ტრავმა, ის ფიქრობდა, რომ მარტის თვისთვის დაუბრუნდებოდა მოედანს, მაგრამ შემდეგ მას ოპერაციის გაკეთება მოუწია. ქირურგები ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა, პიპიტა მოედანს აპრილში დაუბრუნდება და "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაში თანაგუნდელებს, მეტოქის დამარცხებაში დაეხმარება.
ინფორმაციის წყარო: DonBalon
ავტორი: Kevlish...
- 1 თებერვალი 2011
- 2 380
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.