ფორლანი საბოლოოდ გამოირიცხა
როგორც იცით მადრიდის "რეალი" ცდილობდა თანაქალაქელი გუნდიდან ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი გადმოებირებინა ან იანვარში ანდა ზაფხულში...
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" ცდილობდა შეეძინა ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი,რომელიც გასული წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამჟამად ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. მას შემდეგ,რაც "ბლანკოსმა" "სიტიდან" იჯარით ემანუელ ადებაიორი გადმოიყვანა, ფორლანის შეძენის შანსები შემცირდა,მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას არ შეუწყვიტავს მოლაპარეკებები "ატლეტიკოსთან".
რამოდენიმე დღის წინ თავად დიეგომ განაცხადა,რომ მას არ სურდა "რეალში" თამაში და ის კარგად გრძნობდა თავს "ატლეტიკოში". დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია,რომ ურუგვაელი "ტოტენჰემში" გადავა. ჰარი რედნაპი 31 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მზადაა 45 მილიონი გადაიხადოს. როგორც ჩანს მადრიდელები მზად არიან ამ თანხის სანაცვლოდ ფორლანი ინგლისში გაუშვან. ესპანური გამომცემლობა მარკა იუწყება,რომ ურუგვაელის ბედი უახლოეს რამოდენიმე საათში გადაწყდება.
marca.com
- 31 იანვარი 2011
- 3 102
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.