რეალში კვლავ პრობლემებია !!!
ბოლო პერიოდში მადრიდის რეალში საკმაოდ დიდი არეულობაა. თავრაპირველი პრობლემა წამოიჭრა მაშინ, როდესაც ჟოზე მოურინიოს შეექმნა პრობლემები გუნდის დირექტორთან, ვალდანოსთან. ცოტა ხნის შემდეგ ორივე მათგანმა განაცხადა, რომ არანაირო პრობლემა არ არის. ამას მოყვა საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ფლორენტინო პერესი ახალ მწვრთნელს ეძებს, რათა მოურინოს დათხოვნას აპირებსო. როგორც სჩანს, ამ ყველაფერმა გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. ბლანკოსმა ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, ძაზლედ საჭირო ქულები დაკარგა. მოურნიოს შეგირდებმა ოსასუნასთან გასვლით შეხვედრაში 1-0 მარცხი განიცადეს. გუნდს თამაშზე აშკარად ეტყობოდა, რომ დაბნეული იყო და რაღაც პრობლემა არსებობდა.
როგორც რეჟისორები და ფსიქოლოგები აცხადებენ, ჟოზე მოურინიოს სახეზე აწერია თუ რა ადამიანია. უდიდესი კრიტიკოსი, ინტრიგანი, ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს გადამგდები ადამიანი, მაგრამ, საკუთარ თავში დარწმუნებული. სწორედ ამან განაპირობა, რომ პრობლემა შეიქმნა ვალდანოსთან. უკვე წლეებია აღარავისთვის აღარაა უცხო, რომ ვალდანო მწვრთნელის საქმეებში ღრმად ერევა. მაგრამ ამის საშუალება პორტუგალიელმა არ მისცა და შედგა დაპირისპირება.
ჩაბი ალონსოს სათადარიგოზე დასმა:
ესპანელი ფეხბურთელი, როდესაც ლივერპულში თამაშობდა, რაფაელ ბენიტესი მოედნის ცენტრს, მშვიდად ანდობდა ჩაბის. თუ ის ოდესმე ტრავმირებული იყო, არა მხოლოდ მის შემცვლელს, არამედ სამ ფეხბურთელს ერთად აყენებდა ცენტრში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალონსო უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სათამაში დრო, თავისუფლება მოედანზე და ბურთის ხშირად მიწოდება.
რაფაელ ბენიტესი:
"ჩაბი ალონსო არის ფეხბურთელი, რომელსაც არ ეშინია ბურთის სახიფათო ზონაში მიღების. ის აუცილებლად გამონახავს გამოსავალს, რათა გუნდმა სქემა არ შეცვალოს ეპიზოდში. რომ არა ჩაბი, რა სისტემით ვითამაშებდი ვერ წარმომიდგენია. ის ჩვენი ლიდერია მოედნის ცენტრში, მისი შორეული პასებით უამრავი გოლი გაგვიტანია. როცა გუნდი უპირატესობას ფლობს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, კონცენტრირებულნი არიან თავდამსხმელებზე, ამ დროს კი საკმაოდ დიდად ეხსნება ხელ ფეხი ნახევარმცველს, მაგრამ ამას გამოყენება უნდა, რასაც ჩაბი მსოფლიოში ყველაზე კარგად აკეთებს."]
ესპანელი სპეციალისტის სიტყვები გამართლდა კიდეც. ალონსო როცა ლივერპულიდან წავიდა, ლივერპულის ნახევარდაცვაში გაჩნდა აბსოლიტური ქაოსი, რომელიც დღესაც არსებობს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი სათადარიგოზე დასმა, შეიძლება, რაღაცის გამო ჩაბიმ ერთი-ორი მატჩი კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ის ყოველთვის მშვიდად, მუშაობს მოედნის ცენტრში.
გუდმა შეიძინა ადებაიორი, მაგრამ ძირითადში, ისევ ( როგორც ფანებმა მას უწოდეს ) საზიზრარი ბენზემა გამოჩნდა.
რეალის სამწვრთნელო პერსონალს, დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბენზემა კვლავ გაიტანდა გოლს როგორც ეს წინა ორ მატჩში გააკეთა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ჟოზე მოურინიომ ამას მიხვდა, თუმცა საკმაოდ გვიან, ადებაიორი სანამ თამაშში ჩაერთო და გახურდა, საფინალო სასტვენიც გაისმა. თუ ცენტრალური თავდამსხმელი 90 წუთი თამაშობს და საგოლე 10 შანსიდან მხოლოდ ერთს იყინებს, ეს იმას ნიშნავს რომ ფეხბურთელი ძალიან ცუდ ფორმაშია.
რატომ არ გამოვიდა რიკარდო კაკა ძირითადში ?
ბრაზილიელი ფეხბურთელი სულ ცოტა ხანია დაბრუნდა, რაც ტრავმა მოიშუშა. თავად რიკიმ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს მოედანზე ბევრი ითამაშოს და გუნდს დაეხმაროს. ვილიარეალთან მატჩში გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მოტივაცია, ძალა, იმედი და სისწრაფე კვლავს აქვს.
ფრანკო ბარეზი:
"რიკარდო კაკა ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა. ის მხოლოდ საფეხბურთო შეხედულებით არ აზროვნებს, ის გენიოსია, ის საოცარი ადამიანია, სწორედ ამიტომ გამოსდის ბრწყინვალე თამაში. რაც არუნდა არ გამოსდიოდეს კაკას თამაში, 90 წუთის განმავლობაში მაინც მოახერხებს რაღაც ღირებულის გაკეთებას, იმის ხარჯზე რომ, მას გააჩნია ძალიან დიდი სისწრაფე, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა, და რაც მთავარია უდიდესი სათამაშო ფანტაზია. როდესაც გუნდი აგებს, კაკა არ ტყდება, ის მუდმივად ლოცულობს თამაშის დროს და იმედს არ კარგავს, რომ შანსი არსებობს. ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როცა მას წაუყვანია მილანის თამაში. მას ჩაუსახავს თანაგუნდელების მიმართ ძალა და თამაშის ხალისი, ის გენიოსია."
ოსასუნასთან მატჩში ჟოზე მოურინიომ მესუთ იოზილი დააყენა ძირითადში, რიკი კი სათადრიგოზე დატოვა, რაც აბსოლიტურად აუხსნელია, თუ რას ნიშნავს. ჟოზე მოურინიო რომ ამაში შეცდა, ამას წყალი არ გაუვა. პორტუგალიელი დიდი სპეციალისტია, თუმცა უშეცდომო ადამიანი არ არსებობს.
ჟოზე მოურინიო:
"გუნდმა ძალიან უსუსურად ითამაშა, სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასეთ შედეგს. ფეხბურთელები დაბნეულნი იყვნენ ( ამას შველის სწორედ კაკა, ავტ ) - ჩვენ ძალიან ცოტა შანსი გვაქვს ჩემპიონობის, ბარსელონა საკმაოდ წინ გაიჭრა. თუმცა ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ რათა მოვიგოთ ლა ლიგა. ეს ტურნირი ყველაფერს არ წყვეტს, ჩვენ ასევე ვთამაშობთ კოპა დელ რეიზე და ჩემპიონთა ლიგაზე. მე გულშემატკივარს შევპირდი, რომ რეალი ჩემი მუშაობის პირველ ორ წელიწადშივე მიაღწევდა წარმატებას. ყველაფერი წინ გვაქვს."
ხორხე ვალდანო:
"საწყენია, რომ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და "ბარსელონასთან" 4 ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება. ბასკებთან თამაში არც ისე იოლი აღმოჩნდა, ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, მაგრამ სათანადო შედეგი ვერ აჩვენეს."
- 31 იანვარი 2011
- 4 297
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.