დადებითი პრეცედენტი
სამეფო თასზე მადრიდის "რეალი" ყოველთვის გადიოდა შემდეგ ეტაპზე, როდესაც პირველი შეხვედრას 1-0 იგებდა
"რეალს" სამეფო თასის ფინალში გასვლისთვის 90 წუთი სჭირდება. თეთრებმა ამ შეჯიბრში მოიპოვეს ხუთი გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი წაგება. მათ გაიტანეს 18 გოლი და გაუშვეს 4. ნახევარფინალის პირველი შეხვედრა "რეალმა" 1-0 მოიგო "სანჩეს პისხუანის" სტადიონზე. ეს დადებითი პრეცედენტია, რადგანაც მადრიდის "რეალს" სამეფო თასზე რამდენჯერაც პირველი შეხვედრა 1-0 მოუგია, იმდენჯერ გასულა შემდეგ ეტაპზე.
მადრიდის "რეალს" სამეფო თასის ადრეულ გათამაშებაში გამოუგდია "ოვიედო" (ორჯერ), მადრიდის "ატლეტიკო", "კადისი", "ბეტისი" და ბილბაოს "ატლეტიკი". განმეორებით შეხვედრებში რეალმა ხუთჯერ მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა, გაიტანა 14 გოლი და გაუშვა 2.
პირველად დასკვნითი მატჩი გაიმართა 1946 წლის 26 მაისს, "ოვედოს" წინააღმდეგ, მადრიდში. თეთრებმა 3-1 მოიგეს ბარინგასა და ელისესის გოლების წყალობით პირველ ტაიმში, ხოლო ბოლო 45 წუთში გოლი პრუდენმა გაიტანა. მადრიდის "რეალმა" იმ სეზონში მოიგო სამეფო თასის ტიტული "ვალენსიას" დამარცხებით.
ხუთი წლის შემდეგ მადრიდის "რეალის" მორიგი მსხვერპლი ატლეტიკო "მადრიდი" გახდა მეოთხედფინალში. განმეორებით მატჩში "რეალმა" ფრე 1-1 ითამაშა. 1984-ში მათი ოპონენტი ისევ "ოვიედო" გახდა, რომელიც "ბერნაბეუზე" 2-0 დამარცხდა, ანხელისა და სანტილიანას გოლების წყალობით.
მადრიდის "რეალი" "კადისს" შეხვდა 1990-ში სამეფო თასის ნახევარფინალში. მარტინ ვასკესმა, ლოსადამ და უგო სანჩესნმა თეთრებს კომფორტული 3-0 გამარჯვება მოუტანეს. თეთრების ის შეხვედრები, სადაც მათ პირველ შეხვედრაში 1-0 მოიგეს მეხუთედ და მეექვსედ, 2006-ში ჩატარდა. რობინიომ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი "ბეტისის" წინააღმდეგ, ხოლო ბილბაოს "ატლეტიკი" მერვედფინალში "ბერნაბეუზე" 4-0 დამარცხდა, რობინიოს (2), სერხიო რამოსისა და სოლდადოს გოლების წყალობით.
წყარო: realmadrid.com
- 31 იანვარი 2011
- 3 488
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.