მოურინიო მატჩის შემდეგ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"გუნდმა დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა. მოწინააღმდეგემ სტრატეგიულად მოგვიგო, ისინი კონტრ შეტევებზე თამაშობდნენ. მსაჯმა საკმაოდ კარგი სამუშაო შეასრულა, მას არცერთი შეცხომა არ დაუშვია."
"ატლეტიკოსთან, სევილიასთან და მალიორკასთან გოლები არ გავუშვით. გუშინელი შედეგი მხოლოდ ერთი ბურთის ბრალი არ იყო, ფეხბურთელები თითქოს დაბნეულები იყვნენ. გოლის გატანის შანსი ჰქონდათ ბენზემას და რონალდოს, თუმცა..."
"ეს იყო ჩვენი მეორე მარცხი ლა ლიგაში. გუნდი ძალიან მძიმე ვითარებაშია. ჩვენი ჩემპიონობის შანსი მაქსიმალურად შემცირდა, თუმცა ბრძლოას მაინც გავაგრძელებთ. პამპლონელებმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშეს და შეიძლება ითქვას, რომ სამი ქულა დაიმსახურეს."
"ოსასუნამ კარგი შეხვედრა ჩაატარა. არ გვეგონა თუ ამ ტურში ქულებს ვერ მოვიპოვებდით."
"აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც ჩემი გუნდი შეტევაში მიდიოდა მაშინვე სტადიონზე ჩნდებოდა მეორე ბურთი. რამოდენიმეჯერ მსაჯმა შეაჩერა შეხვედრა და იძულებული გავხდით მეტოქის კარის დასალაშქრად თავიდან დაგვეწყო მუშაობა."
- 31 იანვარი 2011
- 4 287
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.