ვალდანო : "ეს არ არის სეზონის დასასრული"
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ დღევანდელი მარცხი სამწუხაროა, მაგრამ 3 ქულის დაკარგვა და ბარსელონასთან ჰანდიკაპის გაზრდა არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს...
"საწყენია, რომ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და "ბარსელონასთან" 4 ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება. ბასკებთან თამაში არც ისე იოლი აღმოჩნდა, ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, მაგრამ სათანადო შედეგი ვერ აჩვენეს."
"მეორე ტაიმში მოედანზე ადებაიორი გამოჩნდა, ემანუელი ყველაფერს აკეთებდა გუნდის დასახმარებლად და გოლის გასატანად, მაგრამ მისი დებიუტი არც ისე წარმატებული გამოდგა იმ მხრივ, რომ "რეალმა" წააგო. ტოგოელი ფორვარდი გუნდს სულ მალე შეეწყობა და გოლების გატანას დაიწყებს."
"სულ ცოტა ხანში რთული მატჩის გამართვა მოგვიწევს "ბერნაბეუზე" ანდალუსიის "სევილიას" წინააღმდეგ, იმ მატჩზე მაქსიმალური კონცენტრაიცა უნდა მოვახდინოთ და სამეფო თასის ფინალში გავიდეთ."
- 31 იანვარი 2011
- 3 162
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.