"ღვთის წყალობით, ბრძოლისათვის მზად ვარ"

"ღვთის წყალობით, ბრძოლისათვის მზად ვარ"
მადრიდის "რეალის" ტოგოელი თავდასხმელი აღიარებს, რომ მას "ორი-სამი" მატჩი დაჭირდება საუკეთესო ფორმის აღსადგენას.

ემანუელ ადებაიორი-"გრძელი" და გამხდარი ბიჭი მოყვითალო თვალებითა და ბრწყინვალე კანით, ლაპარაკობს სწრაფად და ყოველ აზრს უსვამს ხაზს, შემდეგ იგი აკეთებს პაუზას, უყურებს აუდიტორიას და მას სახეზე თავისებური ღიმილი ემჩნევა."მე თავისუფლად ვარ,-თქვა მან "ბერნაბეუზე" პრეზენტაციის დროს.-არანაირად ზეწოლას არ ვგრძნობ"

ახლა ყველაფერი ის, რომ მოურინიო დამწუხრებული იყო ახალი გამოწვევების არქონია გამო და "მადრიდის" ტაქტიკური კონფლიქტები-ჩანს ძალზედ ჩვეულებრივ მოვლენად მას შემდეგ, რაც გაიხსენებ რომ ზუსტად ერთი წლის წინ პარტიზანის დამოუკიდებელ ჯგუფმა ავტობუსი დაცხრილა, რომელშიც ადებაიორი თავის ნაკრებთან ერთად აფრიკის ტასზე მიფრინავდა. ადებაიორმა, რომელიც 26 წლისაა, თავისებურად ახსნა ახალი კონტრაქტი "რეალთან" და თქვა, რომ ეს ღმერთის ნიშანია."ეს ახალი დასაწყისია ჩემთვის"-თქვა მან.-"მე მოვედი აქ, რათა მივიღო სიამოვნება ფეხბურთისგან. მე გადმოვედი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მას შემდეგ, რაც ვიყავი სიკვდილის პირას სულ რამოდენიმე ხნის წინ. 2010 წელი ჩემთვის ძალიან ცუდად დაიწყო, ხოლო 2011 მშვენირად იწყება. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ღმერთს მადლობა, რომ მე ჯერ ცოცხალი ვარ".

"მე აქ იმისთვის მოვედი, რომ მადრიდისტების ოცნება ასრულდეს,"-განაგრძო მან.-მე დავიბადე მცირე ქვეყანაშ და ვიცი, რომ ჩემთვის დღეიდან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ-"მადრიდი" იქნება. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ ქათქათა მაისურის მორგებაზე და აქ მოვედი, რათა ყველაფერი გავაკეთო ჩემი მხრიდან. მე მოვედი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. გარდა ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თამში მსურს. "სიტიში" ეს შეუძლებელი იყო, რადგან მანჩინი არ მენდობოდა. იგი სხვა თავდასხმელებს ეძებდა"

ადებაიორი, რომელიც ივნისის ბოლომდე იჯარით ითამაშებს "რეალში", საუბრობს თავის სპეციფიკურ მიზნებზე ახალ გუნდში და ბენზემასთან კონკურენციაზე ძირითადში თამაშისთვის."ჩვენი მიზანი-გოლების გატანაა,-თქვა მან-მე არ ვიცი, შევძლებ თუ არა ყოველ კვირას გოლის გატანას, სახლშიც და გასვლაზეც. მაგრამ ეს ფეხბურთია და არა მხოლოდ გოლები. აქ კიდევ უნდა იცოდე, როდის როგორ წარმოაჩინო თავი რათა გუნდს ტიტულები მოაგებინო. თავდასხმელები არა მხოლოდ გოლებს უნდა იტანდნენ, არამედ უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში, რომ გუნდმა თავისი ფეხბურთი ითამაშოს"

"მე ბენზემას პირადად ვიცნობ ბენზემას,-ხაზი გაუსვა მან.-კიდევ "ლიონიდან", სადაც მე ვთამაშობდი, როდესაც პატარა ვიყავი. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბენზემა-ფანტასტიური მოთამაშეა. "სევილიასთან" მან ულამაზესი გოლი გაიტანა. როდესაც ვნახე მისი გოლი გამეცინა, რადგან კარგად ვიცი თუ რა შეუძლია მას. მე აქ იმისთვის არ ვარ, რათა ვინმე შევცვალო. ვიცი, რომ ძირითადში ადგილის მოპოვება არ იქნება ადვილი, მაგრამ ასევე არ მექნება არანაირი ბრძოლა ბენზემასთან. ეს ხომ მადრიდის "რეალია"! რა თქმა უნდა, მე ვივარჯიშებ კარგ ხალხთან, მაგრამ მე არ ვაპირებ მათი ადგილის წართმევას. მხოლოდ ის მსურს, ჩემი ფეხბურთი ვითამაშო."

თავდასხმელმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არ არის საუკეთესო ფორმაში და თქვა რომ "ოსასუნასთან" უახლოეს მატჩში სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდება."ჩემი ბოლო მატჩი ორი თვის წინ შედგა-თქვა მან.-მე მსურს თამაში, მაგრამ მწვრთნელი გადაწყვეტს. ვფიქრობ, მე 2-3 მატჩი დამჭირდება საულეთესო ფორმის აღსადგენად. მაგრამ მე ბრძოლისთვის მზად ვარ".

როდესაც მას კითხეს იმ კონფლიქტური ფეხბურთელის სახელზე, რომელიც მას დაყვება უკვე რამოდენიმე ხანია, თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან კონფლიქტების გამო, მან უპასუხა მცირედ და მშრალად, თითქოს იარაღს ისვრიდა."მე მიყვარს თამაში,-თქვა მან.-მე მოთამაშე ვარ! ზოგჯერ შენ ცდები, მაგრამ მე ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მე ფეთქებადი ვარ, მაგრამ აქ მოვედი რათა კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარო."

რაც ეხება პოზიციას მოედანზე, მან თქვა რომ ის ცხრიანია, რომელსაც შეუძლია თავდასხმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში:"შემიძლია თამაში მარჯვნივ, მარცხმივ..სწრაფად მოვახდენ ადაპტაციას, სადაც არ უნდა დამაყენოს მოურინიომ. სხვადასხვა სქემებში შემიძლია თამაში. ერთი ფორვარდის სქემით, ორით ან საერთოდ სამით.."

კლუბის გენერალური დირექტორი თვლის, რომ ადებაიორის მოსვლით პირველ გუნდში მეტისმეტი ფეხბურთელი იქნება, ამიტომაც მოუწია კლუბს ფიქრი იმაზე, ცოტა ხნით იგუაინისთვის წაერთმიათ ნომერი თუ მიეცათ ემანუელისთვის, თავდამსხმელისათვის შეუფერებელი 6 ნომერი..როგორც ჩანს, არჩევანი მეორე ვარიანტზე შეჩერდა.

  • n1ka
  • 30 იანვარი 2011
  • 2 524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)