"ოსასუნასთვის" ყველაფერი მზადაა
"მადრიდის რეალი" მზადაა დღევანდელი შეხვედრისთვის
გუნდმა გუშინ შუადღისას ვალდებაბასზე ივარჯიშა, სავარჯიშოდ მოედანზე 22 ფეხბურთელი გამოვიდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ემანუელ ადებაიორი, რომელმაც პირველად ივარჯიშა ახალ თანაგუნდელებთან. მოედანზე ასევე იყო ერჟი დუდეკი, ტომი მეხიასთან ერთად, რა თქმა უნდა, მანდ იყვნენ იკერი და ანტონიო. ხაბი ალონსო და მარსელო არ გამოჩენილან, ვინაიდან ისინი ავად იყვნენ და არავის არ სურდა გაერისკათ მათი ვარჯიშით.
მეკარე: კასილასი, ადანი, მეხიასი
მცველები: არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, კარვალიო, გარაი
ნახევარმცველებუ: ლასსი, გაგო, ხედირა, ხაბი ალონსო, დი მარია, ოზილი, პედრო ლეონი, გრანერო, კანალესი, კაკა
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო, ბენზემა, ადებაიორო

ჟოზემ საკუთარ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამი თავდამსხმელის ყოლით უზომოდ ბედნიერია, ამავდროულად დაამატა, რომ "იგუაინს გაშლილი ხელებით დაელოდება". დებატებისგან თავის ასაცილებლად, მან ადებაიორი და ბენზემა "განსხვავებული სტილის თავდამსხმელებად" მოიხსენია. ასევე ჟოზეს რწმენით, მანუს ადაპტაცია არ გაუჭირდება, ვინაიდან "ეს ფეხბურთელები ძალიან გამგებიანები, მეგობრულები და სამართლიანები არიან. გასახდელში ყოველი ახალი ფეხბურთელი თავს მშვენივრად გრძნობს, ხოლო ისინი , ვინც წავიდნენ ძალიან გვაკლია."
ასევე მოუმ ჩვეულებრივად შეუტია პრესის წარმომადგენლებს: "მე პრეს–კონფერენციას მაშინ გავმართავ, როცა თავად მინდა და არა მაშინ, როცა ამას თქვენ მოისურვებთ. მაშინ წარვდგები თქვენს წინაშე, როცა თავად მივიჩნევ, რომ ამის საჭიროებაა და არა მაშინ, როცა თქვენ იფიქრებთ ასე. .. არ ვიცი, სხვა კლუბებში როგორ ხდება, მაგრამ ყველგან , სადაც მე მიმუშავია, ჩემი ასისტენტები აქ მარტო იმისთვის არ არიან, რომ საწერი საშუალებები და რვეულები დაიკავონ ხელში, არამედ უნდა იმუშაონ, ისწავლონ და შეიქმნან საკუთარი მომავალი. შესაბამისად, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ კარანკამ გამართა პრეს–კონფერენცია. არ აქვს მნიშვნელობა, ის წარდგება თქვენს წინაშე, თუ მე, რასაც ის ამბობს, იგივე ჩემი სიტყვებია. ის ისეთივე "მადრიდის რეალის" მწვრთნელია, როგორიც მე, ვფიქრობ, მომავალში პრეს–კონფერენციას უკვე რუი ფარია ან სილვინიო გამართავენ.

პამპლონასკენ მიმავალ გზაზე, ადებაიორი კრიშტიანო რონალდოს გვერდით მოკალათდა და ინგლისურად გაუბა საუბარი თანაგუნდელს. ისინი მთელი 45 წუთის მანძილზე საუბრობდნენ ერთმანეთში. როგორ მოახერხა მანუმ საკუთარი ადგილის ასე სწრაფად დაკავება? საინტერესო გახლდათ ასევე ის ფაქტი, რომ კრიშტიანო რონალდო ამაყად უჩვენებდა აეროპორტში დამხვდურ გულშემატკივრებს ახალ შარფს, რომელიც მას განასხვავებდა სხვა თანაგუნდელებისგან.
ამასთანავე ეს ორი კანტერანო მშვენივრად გამოიყურებოდა-რა კარგი დაბადების დღე გაუთენდა ტომასს (ის დღეს 22 წლის გახდა)-მისი პირველი მოგზაურობა "მადრიდის რეალთან" ერთად.
ქალაქში კაკა და გარაი გულშემატკივრებს შეხვდნენ და მომღიმარე სახეებით ურიგებდნენ ავტოგრაფებს, კაკას ფეხბურთში ყველაზე კარგი ღიმილი აქვს!
ქალაქში კაკა და გარაი გულშემატკივრებს შეხვდნენ და მომღიმარე სახეებით ურიგებდნენ ავტოგრაფებს, კაკას ფეხბურთში ყველაზე კარგი ღიმილი აქვს!
- 30 იანვარი 2011
- 2 823
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.