კამაჩო დღევანდელ შეხვედრაზე
"მადრიდის რეალთან" დაპირისპირებამდე რამოდენიმე საათით ადრე, "ოსასუნას" მთავარმა მწვრთნელმა–ხოსე ანტონიო კამაჩომ, კომენტარი გააკეთა საკუთარი გუნდის განწყობასა და მზადყოფნაზე.
ბოლო პერიოდში "ოსასუნა" საკუთარ მოედანზე ახერხებდა "მადრიდის რეალისთვის" წინააღმდეგობის გაწევას...
დიახ, ეს ასეა. ჩვენ საკუთარ მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობთ, წინა სეზონში "მადრიდის რეალმა" ვერ შეძლო ჩვენი დამარცხება (0:0), იმის წინა სეზონში კი საერთოდ დამარცხდა (2:1). ვფიქრობ "ბლანკოსებს" ეხლაც ესმით, რომ მათ რთული მატჩი ელით აქ. ყურადღება ამ დაპირისპირების მიმართ ისედაც დიდია.
ასეთ თამაშებში დამატებითი მოტივაცია არცაა საჭირო!
დიახ. ფეხბურთელები მოედანზე საბრძოლო/საომარი განწყობით გამოდიან. მთელი კვირის მანძილზე ფეხბურთელები დიდ ზეწოლას განიცდიან. შეუძლებებლია დღევანდელი შეხვედრაზე ფიქრისგან თავის არიდება. სწორედ ამაშია ასეთი დაპირისპირებების დადებითი მხარე.
როგორ შეაფასებდით მოურინიოს საქციელს?
მე ვფიქრობ, დასკვნები სეზონის ბოლოს უნდა გამოვიტანოთ. ისე კი, შეხედულებები იცვლება იმისდა მიხედვით, კონკრეტულ შეხვედრაში მოიგებ , თუ დამარცხდები.
რას იტყვით მოურინიოსა და ხორხე ვალდანოს შორის არსებულ კონფლიქტზე?
მე არ ვიცი, თუ რა მოხდა და მოხდა თუ არა საერთოდ რამე. შემიძლია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით ვიმსჯელო, რომელიც წავიკითხე ან მოვისმინე მედია საშუალებებში. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ორივე მათანი დიდი პროფესიონალია. ერთი საქმეა ჭორები და მეორე-რეალობა.
რას ფიქრობთ, გააგრძელებს მოურინიო "მადრიდის რეალში" მუშაობას მომდევნო კვირას?
ეს ჩემზე არაა დამოკიდებული (იცინის). ყველაფერი იმისდა მიხედვით გადაწყდება, თუ როგორი კმაყოფილი იქნებიან ერთმანეთის მიმართ ის და კლუბი. ვფიქრობ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.
მოურინიოს მხრიდან ბენზემას კრიტიკამ, როგორც ჩანს შედეგი მოიტანა!
"მადრიდის რეალში" თუ ერთს ვერ გააქვს, მეორე გაიტანს. ყველა მათანს ყოველთვის აქვს დიდი შანსი თავი გამოიჩინოს. არ ვიცი კონკრეტულად, თუ რითაა განპირობებული ბენზემას გოლები.
"მადრიდის რეალმა" ადებაიორი გადაიბირა. რას ფიქრობთ, რა წვლილს შეიტანს ის კლუბის განვითარებაში?
მათი მთავარი მიზანი-გოლის გატანაა. გონსალო იგუაინის არყოფნაში კლუბი ცდილობს შედეგიანობის მაჩვენებელი გაზარდოს ყველა ტურნირში.
გერჩივნათ თუ არა, რომ კვირას ადებაიორი მოედანზე არ გამოსულიყო?
ვერ ვიტყვი, რომ მე ეს ძალიან მაღელვებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოურინიო მოედანზე უძლიერეს შემადგენლობას გამოიყვანს.

წყარო: as.com
- 30 იანვარი 2011
- 2 252
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.