"ოსასუნა" - "რეალი" [პრევიუ]
როგორც მოგეხსენებათ დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება "ლა ლიგის" 21-ტურის მატჩი პამპლონაში ადგილობრივ "ოსასუნასა" და მადრიდის "რეალს" შორის...
ჟოზე მოურინიოს გუნდი პამპლონაში იმ იმედით ჩავიდა,რომ რიგით მეშვიდე მატჩს მოიგებენ 2011 წელს და 3 ქულას წამოიღებენ. ამჟამად მადრიდის "რეალი" მეორე მოზიციას იკავებს 51 ქულით,პირველ ადგილოსან "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 7 ქულა გახდა მას შემდეგ,რაც კატალონიელებმა გუშინ "ერკულესი" დაამარცხეს 3-0. მოგების შემთხვევაში "ბლანკოსსა" და "ბლაუგრანას" შორის ქულათა სხვაობა კვლავ 4 გახდება.
რაც შეეხება "ოსასუნას", პამპლონელები ამ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურებიან,17-ე ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ. დღევანდელ მატჩში დამარცხების შემთხვევაში ისინი ერთი პოზიციით უკან დაიხევენ.
მადრიდის "რეალმა" ამ მატჩამდე "ბერნაბეუზე" 10-დან ათივე შეხვედრა მოიგო და ამ მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს "ლა ლიგაში", გასვლაზე კი 10 მატჩიდან 6 მოიგო, 1 წააგო,ხოლო 3 მატჩი ფრედ დაასრულა. "ოსასუნამ" კი გასვლითი 11 მატჩიდან 2 ფრედ ითამაშა,ხოლო 9-ში დამარცდა. საშინაო მატჩებში კი ცხრიდან 4 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება აქვთ.
გარდა პეპეს, იგუაინის, დუდეკის და მარსელოსა, "რეალი" სრული შემადგენლობით ჩაფრინდა პამპლონაში. გუნდს შეუერთდა ახალწვეული ემანუელ ადებაიორიც,რომლის დებიუტიც სავარაუდოდ დღეს შედგება. "ოსასუნას" დანაკლისი კი ასეთია: რეპერი, მასუდი, ნეკოუმანი, კეხუდო და მონრეალი. სამაგიროდ კლუბს შეუერთდა ტრავმამოშუშებული ვალტერ პანდიანი. ანტონიო კამაჩოს შეგირდება ბოლო 8 მატჩია მოგება არ უგემიათ.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "რეალმა" და "ოსასუნამ" ერთმანეთში 65-ჯერ ითამაშეს. აქედან 39 სამეფო კლუბმა მოიგო, 12 პამპლონელებმა,ხოლო 14 მატჩი ფრედ დასრულდა. მადრიდელებმა 132-ჯერ მოახერხეს "ოსასუნას" კარის აღება,ხოლო პამპლონელბმა 65 გოლის გატანა მოახერხეს.
სტატიის ავტორი: WIShMASTER
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 30 იანვარი 2011
- 1 994
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.