რეალი მზად არის აგუეროში 45 მლნ გადაიხადოს
ჩელსი ატლეტიკოს 55 მილიონს სთავაზობდა კუნ აგუეროში, თუმცა მადრიდელებმა არისტოკრატები უარით გაისტუმრეს. ლურჯები კი ტორესის შეძენაზე გადაერთნენ და ლივერპულს 50 მლნ + ანელკა შესთავაზეს.
"გუშინ მოგვივიდა 45 მილიონიანი შემოთავააზება მადრიდის რეალისგან, მაგრამ ისინი უარით გავისტუმრეთ" - განაცხადა ატლეტიკოს საბჭოს წევრმა ანხელ ხულიო მარინომ 26 იანვარს. "როხიბლანკოსის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალს აგუეროს შეძენა სურს, თუმცა ზედა ეშელონები აცხადებენ, რომ არც ახლა, არც ზაფხულში და არც მომავალ წელს არგენტინელი ფორვარდი კლუბს არ დატოვებს.
მარინი დარწმუნებულია, რომ პერესი მეტს არ შესთავაზებს ატლეტიკოს, რადგან ეს აგუეროს ზუსტი ფასია და ფლორენტინოსა და მას შორის არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მადრიდის რეალი არ შეიძენს ფეხბურთელს არარეალურ ფასად როხიბლანკოსგან. აგრეთვე ისინი დაპირდნენ ერთმანეთს, რომ არ "მოპარავენ" ერთმანეთს კანტერის ტალანტებს.
მარინმა განაცხადა, რომ მან ტრანსფერზე უარი იმის გამო არ თქვა, რომ შემოთავაზება რეალისაგან მოდიოდა. უბრალოდ კლუბს არ სურს ფეხბურთელის გაყიდვა და შემადგენლობის შესუსტება ამ ეტაპზე, რადგან მათ არანაირი ფინანსური პრობლემა არ აწუხებთ. აგრეთვე მან დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ჩელსიმ ატლეტიკოს არგენტინელ თავდამსხმელში და ურუგვაელ ცენტრალურ მცველში გოდინში 55 მლნ. ევრო შესთავაზა, თუმცა ისინიც უარით გაისტუმრეს.
- 30 იანვარი 2011
- 2 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.