ემანუელმა ვარჯიში მოასწრო
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ახალწვეული ემანუელ ადებაიორი, ინგლისში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ტოგოელი მოთამაშე "ოსასუნასთან" შეხვედრის განაცხადშიც ვერ მოხვდებოდა უვარჯიშებლობის გამო, მაგრამ ეს "ნიუსი" ცრუ აღმოჩნდა და მოთამაშე "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა...
ტოგოელი ფორვარდისთვის დღევანდელი სავარჯიშო სესია პირველი იყო. მან მთავარი გუნდის მოთამაშეებთან ერთად მოუსმინა მოურინიოს რჩევა-დარიგებებს. დღევანდელი მომზადების ძირითადი ნაწილი ბურთის კონტროლს დაეთმო. იკერ კასილასი და მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდნენ.
ხაბი ალონსო, გონსალო იგუაინი და პეპე კი დახურულ კარს მიღმა, სპორტ დარბაზში ირჯებოდნენ.
- 30 იანვარი 2011
- 2 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.