პეპე ერთ კვირაში დაბრუნდება
პეპემ კუნთის მორიგი ტრავმა გადაიტანა, რომელიც 6 იანვარს, "ლევანტესთან" სათასო დაპირისპირების საპასუხო მატჩში მიიღო. ექიმებმა ჩათვალეს, რომ მცველს ერთი თვე დასჭირდება ტრავმის მოშუშებისთვის, ეს ერთი თვე შემდეგ კვირაში სრულდება. პეპემ უკვე გუშინ ირბინა მოედანზე, ორშაბათს კი გუნდს შეუერთდება. იგი "სევილიასთან" საპასუხო მატჩში ვერ დაეხმარება გუნდს, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ "სოსიედადთან" მატჩს იგი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა, რათა ტრავმა არ გაემიზეზა. პეპე იმედოვნებს რომ "ლიონთან" მატჩისთვის იგი საუკეთესო ფორმაში იქნება.
პეპეს დაბრუნება გუნდს ამოსუნთქვის საშუალებას მიცემს, რადგან გუნდი გადაღლილია მატჩების ხშირი ჩატარებისაგან. გარდა ამისა, იანვარში გუნდს კაკა, გაგო, გარაი და უკვე თითქმის პეპეც დაუბრუნდნენ. ასევე გუნდში მოვიდა ადებაიორი.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 29 იანვარი 2011
- 1 986
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.