არანაირი როტაცია

არანაირი როტაცია

როგორც As იუწყება ოსასუნასთან შეხვედრაში, ჟოზე მოურინიო ანხელ დი მარიას და მარსელოს დააბრუნებს ძირითად შემადგენლობაში.

მოგეხსენებათ, რომ სევილიასთან მატჩში ჟოზემ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა. გუნდმა სამი საყრდენი ნახევარმცველით ითამაშა, ხოლო პირველი თერთმეტეულის უცვლელი წევრები დი მარია და მარსელო ძირითადს მიღმა დარჩნენ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ფეხბურთელები გადაღლილები არიან. მათ უწევთ კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება. ისინი ძალიან იღლებიან. ამას ისიც ემატება, რომ "თეთრებს" საკმაოდ ახალგაზრდა კოლექტივი ჰყავთ, რომლებიც მიჩვეულნი არ არიან ასეთ გადატვირთვებს. ჟოზეს ეს კარგად ესმის და ის ყოველ თამაშში ცდილობს როტაცია გააკეთოს, მაგრამ ამის გამო რეალს ხშირად პრობლემები ექმნება. სამეფო კლუბი უკვე 4 ქულით ჩამორჩება ბარსელონას. მოურინიო თვლის, რომ თუ "ბლანკოსი" კიდევ დაკარგავს ქულას, ბარსელონაზე დაწევა თითქმის შეუძლებელი იქნება. ამიტომ მადრიდელთა მწვრთნელი აღარ აპირებს გარისკვას. ის გუნდს ათამაშებს თავისი რჩეული ტაქტიკით, რომლითაც კლუბი უმეტეს შეხვედრას თამაშობს.

სავარაუდოდ, მარსელო დაუბრუნდება მარცხენა ფლანგს. სერხიო რამოსი ცენტრში გადაიწევს, რის გამოც ალბიოლს სათადარიგოთა შემადგენლობაში გადასვლა მოუწევს. დაცვის ცენტრში რამოსის მეწყვილე კარვალიო იქნება, ხოლო მარჯვენა ფლანგზე არბელოა განთავსდება. ცენტრში ამჯერად რეალი ორი საყრდენით ითამაშებს. ხაბი ალონსოს მეწყვილეობას ხედირა გაუწევს. მათ წინ იქნება ოზილი. მარჯვნიდან დი მარია, ხოლო მარცხნიდან რონალდო. თავდამსხმელის პოზიციას ბენზემა დაიკავებს. შესაბამისად იქნება წყობა 4-2-3-1. მადრიდის რეალში, ჟოზე მოურინიოს ეს შემადგენლობა საუკეთესოდ მიაჩნია. ყველაზე ხშირად ჟოზე, სწორედ ამ შემადგენლობას იყენებს.



ინფორმაციის წყარო:As

  • dato818
  • 29 იანვარი 2011
  • 2 559
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)