ადებაიორი 6 ნომრით ითამაშებს
მადრიდის რეალში ნომერთა ცვლილებებია.
როგორც მოგეხსენებათ, ადებაიორის პრეზენტაციაზე არ გამოცხადდა ტოგოელი ფეხბურთელის ნომერი, რომლითაც ის იასპარეზებდა რეალის შემადგენლობაში. გუშინ კი ემანუელმა, საბოლოოდ აირჩია თავისი მაისურის ნომერი. ტოგოელი ფეხბურთელი 6 ნომრიანი მაისურით ითამაშებს რეალის შემადგენლობაში.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მადრიდის რეალის ახალწვეული 23 ნომერს აიღებდა, ვინაიდან ოზილს, რომელიც სწორედ ამ ნომრით თამაშობს, 10 ნომრის აღება სურს. ადებაიორი კი იქნებოდა 23 ნომრით. მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდი მამადუ დიარამ დატოვა, გათავისუფლდა 6 ნომერი, რასაც ადებაიორი სიამოვნებით დათანხმდა. როგორც marca იტყობინება 10 ნომერს ოზილი მოირგებს. ლასანა დიარა კი სავარაუდოდ 23 ნომრით ითამაშებს.
წყარო: marca
- 29 იანვარი 2011
- 3 143
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.