ნისტელროი:"რეალთან" აკრძალული სიყვარული მაკავშირებს"
თქვენთვის მიძღვნილი სიმღერები "ბერნაბეუზე" ნიშნავს იმას, რომ მადრიდელებს არ დაავიწყდი.
დიახ (ჩუმად უყურებს სურათს კომპიუტერში)
ახლა რაზე ფიქრობთ?
მე ემოციებით ვარ აღსავსე.
თქვენ გაწყნარებთ ის, რომ კიდევ კარგად ახსოვხართ მადრიდელებს. ეს გაწყნარებთ და გიადვილებთ მწუხარების დაძლევას, ასეა?
დიახ, ეს მეხმარება, მე კი თვითოეული მადრიდისტას ჩემდამი სიყვარული გულში მაქვს შენახული. ახლა მე კარიერის იმ ეტაპზე ვარ, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ "მადრიდი" ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. მან შესთავაზა ოთხთვიანი კონტრაქტი 34 წლის ფეხბურთელს, ეს შესანშნავია! მათ ყველაფერს ეცადეს, მეც, მაგრამ...
აკრძალული სიყვარული?
დიახ, მართალია. ცხოვრება ისეთია, რომ ზოგჯერ ფიქრობ :"რატომაა ასე?! მე ხომ უკეთესი შანსი არც მექნება"
როდის დაიწყო ეს ისტორია?
ჩემმა აგენტმა, როჟერმა მითხრა ამის შესახებ 13 იანვარს. მე მსურდა "მადრიდში" გადასვლა, მაგრამ ორშაბათს ყველაფერი დამთავრდა.
თქვენ ტრანსფერის ნაწილის თავად გამოსყიდვაზეც არ ამბობდით უარს.
დიახ. უპრობლემოდ. ყველაზე მთავარია-გრძნობები. ჩვენ ბევრს ვეცადეთ, მაგრამ (ჩუმდება). ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
თქვენ უკვე წარმოგედგინათ საკუთარი თავი "მადრიდში"?
რა თქმა უნდა, შენ წყნარად ზიხარ სახლში და ოცნებობ, ამ დროს კი...უეცრად ასეთი შემოთავაზება. მე წარმოვიდგინე ჩემთვის, როგორ შევალ კიდევ ერთხელ ვალდებებასზე, როგორ ვითამაშებ "ბერნაბეუზე"...ეს ჩემი ოცნება იყო. საბოლოო პასუხი "არა" იყო, მაგრამ მე არ დავიწყებ წუწუნს და არ ჩამოვყრი ყურებს. უდავოა, რომ ეს უდიდესი იმედგაცრუებაა, მაგრამ მე ფეხბურთის თამაშს განვაგრძობ, ეს კი მე ყველაზე მეტად მიყვარს.
რაულმა რა გითხრათ?
მან ყველაფერი ნათლად ამიხსნა. გამაცნობიერა, თუ რა შანსი მქონდა მე და მთელი გულით წარმატება მისურვა. მაგრამ შარშან მე "ჰამბურგთან" მოვაწერე კონტრაქთი და ბოლომდე უნდა ამოვწურო იგი.
რა უთხარით ჰოფმანს, გაშვების თაობაზე?
რომ ეს ჩემი ოცნება იყო. სხვა გუნდებიდანაც მქონდა წინადადებები, მაგრამ მე არც მიფიქრია მათ გამო "ჰამბურგის" დატოვება. თუმცა, ეს ხომ თვით მადრიდის "რეალი" იყო. მიუხედავად ამისა მათ არ მოისურვეს მოლაპარაკებების გამართვა.
კლუბზე ნაწყენი დარჩით?
მე ვერაფერს ვეტყვი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს. ეს გადაწყვეტილება "ჰამბურგმა" მიიღო და მთავარია ფეხბურთის თამაშის გაგრძელება პროფესიონალურ დონეზე.
არ დაგიპირებიათ ღიად პროტესტის გამოთქვა?
როდესაც ფიქრობ, რომ შენ "რეალი" გელის, ყოველთვის შეგიძლია თქვა:" ნუთუ? მე აქ ვრჩები, მაგრამ აღარ ვითამაშებ, რადგან გავცივდი." არა, არა. საბოლოოდ მე ამით ვერაფერს მოვიგებ.
ყველაზე ცუდად ამ სიტუაციაში თქვენ ხართ...
დიახ, მაგრამ რას ვიზამ? ასე რომ გამეკეთებინა, ბევრს წავაგებდი.
მოურინიომ რა გითხრათ?
ვალდებებასზე, ყველას წინ თქვა რომ სურდა ჩემი გუნდში ხილვა, მეტი რა უნდა ეთქვა?
მადრიდელი მეგობრებისგან ვინმესთან თუ გისაუბრიათ?
დიახ, დიარას ვესაუბრე. მე ბევრი შეტყობინება მივიღე "რეალის" ფეხბურთელებსა და მომუშავეებისგან.
"მადრიდს" რას უსურვებთ?
დარწმუნებული ვარ ამ შემადგენლობასა და მწვრთნელში. "მადრიდი"-ერთადერთი გუნდია რომელსაც "ბარსელონას" დამარცხება შეუძლია. ხო, მაგრამ უკვე, ჩემს გარეშე.
ინფორმაციის წყარო: AS.com
- 29 იანვარი 2011
- 2 710
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.