მომავალ სეზონში ფაბრეგასი?
ესპანური და ინგლისური ჟურნალისტების ცნობით, მადრიდის "რეალი" შეეცდება გადაიბიროს "არსენალის" ლიდერი სესკ ფაბრეგასი. ფლორენტინო პერესმა ესპანელი ნახევარმცველი 45 მილიონად შეაფასა. სესკით, აგრეთვე კატალონიური "ბარსელონაა" დაინტერესებული.
ფაბრეგასი შესაძლოა მომავალ სეზონში ესპანურ გრანდ "ბლანკოსში" ვიხილოდ. sport–ის ცნობით, მადრიდელთა თავკაცები სესკის სანაცვლოდ სერიოზულ თანხებს ამზადებენ. "მეთოფეთა" კაპიტანს "კულეს" უკავშირებენ, თუმცა მის შეძენაში მორიგი "ელ კლასიკო" გაიმართება და იმედია ეს "ეჰ კლასიკოთი" არ დასრულდება, როგორც ეს უკანასკნელ წლებში ხდება. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გუარდიოლამ მოლაპარაკებებში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ეს კი ჟოზე მოურინიოსთვის ძალზედ კარგია.
პორტუგალიელი სპეციალისტი მზად არის, რომ ხელი მოაწეროს ესპანელთან კონტრაქტს. იგი მის თანამემამულე ჩაბი ალონსოს შეუწყვილდება, რაც ძალიან ძლიერ ნახევარდაცვას წარმოქმნის. 14 ნომრისთვის იდეალური მეწყვილე ვერ იშოვეს. კანდიდატურაზე კი შემდეგი ფეხბურთელები განიხილებოდნენ: გაგო, ლასი, ხედირა და გრანერო.
ინფორმაციის წყარო: DefensaCentral.Com
- 28 იანვარი 2011
- 3 047
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.