მორიენტესი: ”ადებაიორს ჩემი მადრიდული წარსული ხიბლავდა”

მიუხედავად იმისა, რომ მორიენტესისა და ”რეალის” გზები რამდენიმე წლის წინ გაიყო, ”ნანდო” მაინც რჩება მადრიდისტების გულებში.ფერნანდომ ადებაიორის ყიდვით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას არჩევანი მოუწონა.

- 2003 წელს, თქვენ და ადებაიორი თანაგუნდელები გახდით...
- დიახ, მაშინ 28 წლის ვიყავი, ხოლო ადებაიორი 20-ის.ემანუელი ძალზედ მონდომებული იყო და ყველაფრის სწავლა სწყუროდა.ვარჯიშების შემდეგ, ის რჩებოდა და კარში დარტყმებს ამუშავებდა.

- როგორ ფიქრობთ, სასარგებლო ტრანსფერი განახორციელა ”რეალმა?”
- დიახ.ემანუელი მაღალი და ტექნიკური თავდამსხმელია.გამოირჩევა როგორც მეორე სართულზე ბრძოლით, ასევე ბურთის ფლობით.რაც მთავარია, ეგოისტური თვისებები არ ახასიათებს.აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მისი გვარი არა ბომბარდირებში, არამედ ასისტენტებში მოიაზრებოდა.

- თქვენ კარგად უგებდით ერთმანეთს?
- ერთხელ, დეშამსაც კი ვთხოვე, რომ ჩემს მეწყვილდე სწორედ ადებაიორი განეწესებია, რამეთუ ურთიერთგაგება მაღალ დონეზე გვქონდა.ის ხშირად იღებდა ჩემგან რჩევებს.ადრე, მეც მის პოზიციაზე ვთამაშობდი.

- გამოდის, რომ თქვენ ტოგოელის მრჩეველი იყავით?
- ემანუელს ყოველთვის ხიბლავდა ჩემი მადრიდული წლები.ახლა, უკვე ის გახდა ”რეალის” მოთამაშე.ის ყოველთვის მეკითხებოდა, თუ რა გრძნობა მეუფლებოა თითოეული ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (180)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)