ესპანური ფეხბურთის ანბანი
რა იცით ესპანური ფეხბურთის შესახებ, გარდა იმისა, რომ იმართება ”ელ კლასიკო,” ”ატლეტიკოს” ზედმეტსახელია ”მატრასები” და თავის დროზე ”რეალში” გამოდიოდა ხულიო იგლასიასი? პორტალი FourFourTwo.com-ი, გთავაზობთ, ესპანური ფეხბურთის ანბანს.
А – antimadridism
სამეფო კლუბმა თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით, არა ერთი ადამიანის გული დაიპყრო, თუმცა ესპანეთში არიან ისეთებიც, რომელთაც სძულთ (პირდაპირი მნიშვნელობით) ”ბლანკოსები.” ადრე თუ, მხოლოდ ”ატლეტიკოსთან” და ”ბარსასთან” მატჩების დროს შეამჩნევდით ბანერს სახელწოდებით ”ანტიმარდიდიზმი,” ახლა ესპანეთის თითქმის ყველა სტადიონზეა გამოფენილი ის.
B - bocadillo (ბუტერბროდი)
ბუტერბროდი - ესპანელი ქომაგის ერთ-ერთი სასიცოცხლო ”ატრიბუტია” სტადიონზე.საინტერესოა, რომ გულშემატკივრებს საყვარელი ”კერძის” დაგემოვნების უფლება მხოლოდ შესვენებაზე აქვთ.თუ ვინმემ პირველი ტაიმის დასრულებამდე დაიწყო ჭამა, გამოდის, ის ან უცხოელია, ან დამწყები.
C – cantera (კანტერა, საფეხბურთო აკადემია)
ალბათ, ეს სიტყვა დიდ ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს, უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ესპანეთში კანტერანოსების დაფასებით, ყველაზე გამორჩეულია ”ატლეტიკ ბილბაო.”აღნიშნულ კლუბში მხოლო ბასკური ფესვების მქონე მოთამაშეები ირიცხებიან.
D – Dia Despues, el
ტელეგადაცემა, რომელიც 15 წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში და 2005 წელს დაიხურა.El Dia Despues (მომდევნო დღე) - რევოლუციურ ”შოუსაც” უწოდებნენ, რამეთუ მან მნიშვნელოივანი წვლილი შეიტანა ესპანური ფეხბურთის განვითარებაში.რა თქმა უნდა, ამ გადაცემას პოპულარობაში ბადალი არ ჰყავდა.
E - Estudio Estadio
კიდევ ერთი ესპანური საფეხბურთო შოუ, რომელიც 70-იან წლებში შეიქმნა.
F - Futbol sala (ფეხბურთი)
G – Galactico
აღნიშნული სიტყვა მუდამ თან სდევს სამეფო კლუბს.ჟურნალისტების სწორედ ”გალაქტიკოთი” მოიხსენიებენ სამეფო კლუბს ყველაზე ხშირად.
H - Hijo de p*ta
ბ.... შვილი.სიტყვა, რომელსაც ფეხბურთელები ძალიან ხშირად იყენებენ სტადიონზე.ის მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბექჰემმა ლაისმენს უთხრა და წითელი ბარათი მიიღო ამის გამო.
I - I Can’t Take My Eyes Off You
ესპანელი ქომაგების ყველაზე საყვარელი სიმღერა.
J – Jornada
სათამაშო დღე, ტური.მაგ: Jornada 7 - მეშვიდე ტური.
K - King’s Cup (კოპა დელ რეი)
L - Lo que el ojo no ve Or
ტელეშოი El Dia Despues ნაწილი, სადაც სასაცილო მომენტებს აჩვენებდნენ.
M – Maletin
ლა ლიგის მიწურულს, როდესაც რომელიმე გუნდს თამაშის გაგრძელების მოტივაცია დაკარგული აქვს, საქმეში ერთვება Maletin-ი (ჩემოდანი), რომელიც ფულით არის სავსე.აღსანიშნავია, რომ ჯერ არავის უნახავს აღნიშნული ჩემოდანი, თუმცა ყველას სჯერა რომ ის არსებობს.
N – Newspapers
ესპანეთში ყველაზე რეიტინგული გამოცემა გახლავთ ”მარკა”
O – Ole
სიტყვა, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც საფეხბურთო სიმღერებში, ასევე კორიდის დროს.
P – Pena (ფან კლუბი)
Q – Quiniela (ფსონის გაკეთება)
R – Real
S - Sunflower seeds (მზესუმზირა)
ესპანელი გულშემატკივრების გასართობი.თამაშის შემდეგ, სტადიონი და მისი მიმდებარი ტერიტორია მზესუმზირის ნაჭუჭებით არის ”მორთული.”
T – Tosh
ჯონ ბენჟამინ ტოშაკი - ესპანური ფეხბურთის ლეგენდა.
U – Ultras
კლუბის ყველა მხურვალე ქომაგების დაჯგუფებებს ეძახიან ”ულტრას.” Neo-Nazi Ultra Sur (მადრიდის ”რეალი”).
V - Vinny Samways (”ლას პალმასის” ლეგენდა)
W – Wembley
აღნიშნულ სტადიონზე, ”ბარსელონამ” პირველი ევროპული თასი მოიგო.
X –Xabi, Xavi (ალონსო, ერნანდესი)
Y –Ye-Ye
ლეგენდალური ბიტლზების სიმღერა ”She Loves You, Ye[ah], Ye[ah].”1966 წელს ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ, მადრიდელები ”Ye-Ye Team”-ის სახელითაც არიან ცნობილნი.
Z –Zamora
ბრწყინვალე გოლკიპერი, რიკარდო სამორა, რომელიც ”ბარსელონაში,” ”რეალსა” და ”ესპანიოლში” ასპარეზობდა.1931 წელს, როდესაც სტალინი ესპანეთის პრეზიდენტ, ნიკეტო სამორას ხვდებოდა, იკითხა: ”ნუთუ ეს მეკარე არაა.”
- 28 იანვარი 2011
- 3 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.