ადებაიორი: "მინდა გავიტანო ბევრი გოლი და მივაღწიო ბევრ რამეს"
"ბლანკოსის" ახალწვეულმა ისაუბრა Realmadrid TV-სა და Realmadrid.com-თან. გთვაზობთ ამ ინტერვიუს სრულად...
რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის "რეალში" გადმოსვლა?
მართალი გითხრათ, ეს ოცნების ახდენაა.მე დავიბადე აფრიკაში და იქ დავიწყე ფეხბურთის თამაში. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი,რომ მე მადრიდის "რეალში" ვითამაშებდი. ოცნებად მქონდა,რომ ევროპაში მეთამაშა. ვთამაშობდი "მეცში","მონაკოში", "სიტიში"(რატომღაც "არსენალს" არ ახსენებს - ავტ.), ახლა კი მსოფლიოში უდიდეს კლუბში ვარ. ასე რომ ოცნება ამიხდა. მე ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ.
რამ გაიძულათ "სიტიდან" "რეალში" გადმოსულიყავით?
მწვავე სეზონის შემდეგ,როგორც იცით ტოგოს ეროვნულ ნაკრების ავტობუსს თავს დაესხნენ. მე ტრავმირებული ვიყავი და რამოდენიმე წუთის განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გახლდით. ჩემთვის ძალიან რთული იყო სეზონი კარგ ფორმაში დამესრულებინა. მიმდინარე სეზონში მე პრაქტიკულად "სიტიში" ვერ გავიხსენი, მე ამ გუნდისთვის სასარგებლოს ვერაფერს ვაკეთებდი. ამ დროს გამოჩნდა "რეალი" და მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. ძალიან რთული იყო ჩემთვის მანჩესტერიდან წასვლა,მაგრამ როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, სიმშვიდე ვიგრძენი. მოხარული ვარ,რომ დღეს აქ ვარ და მოuთმენლად ველი თუ როდის ვითამაშებ "რელისთვის".
თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ 2011 წლის სტარტით,მას შემდეგ რაც 2010-ში მოხდა.
რა თმა უნდა. 2010 წელი დაიწყო ტერორისტების თავდასხმით,ხოლო 2011-ში ხელი მოვაწერე კონტრაქტს "ბლანკოსთან",ახლა ვარ "ბერნაბეუზე" და ვარ ძალიან გახარებული და მადლიერი. ეს წელი დიდებულად დაიწყო და ვიმედოვნებ,რომ ასევე კარგად დასრულდება.ვისურვებდი,რომ მოვიგოთ თასები, გავიტანო საჭირო გოლები და მივაღწიო ბევრ რამეს. აი ამისთვის მოვედი მე აქ. ცუდად ნუ გამიგებთ ამას, ვიცი რომ ეს ძალიან ადვილი არ არის,მაგრამ მე ბევრს ვიმუშავებ და მადრიდის "რეალის" ისტორიის ნაწილი გავხდები.
რა წვლილი შეიატანა ჟოზე მოურინიომ თქვენს ტრანსფერში? გაქვთ ერთი სული თუ როდის იმუშავებთ მასთან ერთად?
მე მქონდა საშუალება მეთამაშა მის წინააღმდეგ, როცა ის "ჩელსში", იყო მე კი "არსენალში". მე ბევრ აფრიკელ ფეხბურთელთან ვმეგობრობ, მათ შორის ეტოოსთან და დროგბასთან. მათ მითხრეს,რომ მოუ ძალიან დიდ მწვრთნელია და მე სიამოვნებას მივიღებდი მასთან მუშაობისას. მირჩიეს,რომ დავთანხმებოდი "რეალში" გადასვლას,რადგან ეს იყო ძალიან დიდი შანსი და შეიძლება მეორედ არც მქონოდა. ჟოზემ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აქ გადმოსვლაში და მან ნდობა გამომიცხადა, მე კი მას ამ ნდობას აუცილებლად გავუმართლებ. აქ მარტო ჟოზეს ხელი არ ერია. მის უკან უამრავი ხალხია,რომლებმაც შანსი მომცეს აქ მეთამაშა. მე ამ ხალხს გავახარებ და გავიტან რაც შეიძლება ბევრ გოლს.
გქონდათ საშუალება გესაუბრათ ბენზემასთან ან ლასთან?
მე დავურეკე გასულ ღამეს ბენზემას,მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. სავარაუდოდ ის თვითმფრინავში იმყოფებოდა "სევილიასთან" მატჩის შემდგომ. მე მქონდა საშუალება მესაუბრა ლასთან მატჩამდე. ის ძალიან გახარებულია ჩემი აქ გადმოსვლით. ლასანა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ერთად ვთამაშობდით "არსენალში", მართალია რამოდენიმე თვით,მაგრამ შევძელით დაახლოება და დღემდე ვმეგობრობთ. მივხვდი,რომ აქ ჩემი მეორე ოჯახია. რონალდოს წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს,როცა ის "მანიუში" იყო. მე ვარ უდიდეს კლუბში,სადაც ვიცნობ ფეხბურთელების უმრავლესობას და მჯერა,რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ,რომ მე თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიგრძნო.
უყურებდით ესპანურ ფეხბურთს ტელევიზიის საშუალებით?
რა თქმა უნდა. ინგლისში მატჩების უმრავლესობა შუადღისას იმართება,ასე რომ მე მქონდა შანსი საღამოობით თვალი მედევნებინა "რეალისა" და "ბარსელონას" თამაშებისთვის. "ლა ლიგა" და "პრემიერ" ლიგა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. ინგლისში საჭიროა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. ესპანეთში კი უფრო ტექნიკური ფეხბურთია. შეიძლება "ინტელიგენტი" არ არი სწორი სიტყვა საფეხბურთო ჩემპიონატისთვის,მაგრამ აქ არის უამრავი ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია ბურთის დაჭერა და ლამაზად თამაში. მე მითამაშია დავიდ სილვასთან ერთად,რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია. ერთი სიტყვით განსხვავება ძალიან დიდია,მაგრამ მე ვარ ფეხბურთელი და აუცილებლად უნდა შევეგუო ესპანურ ფეხბურთს და თან რაც შეიძლება მალე.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
სტატიის ავტორი: WIShMASTER
- 28 იანვარი 2011
- 2 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.